ანასტასიოს I (ბიზანტია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანასტასიოს I
Flavius Anastasius
Solidus du royaume des Francs au nom d'Anastase.jpg
სოლიდუსი ანასტასიოსის გამოსახულებით
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 491
მმართ. დასასრული: 518
წინამორბედი: ზენონი
მემკვიდრე: იუსტინე I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ.430
გარდ. თარიღი: 518
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
მეუღლე: არიადნე
დინასტია: თრაკიული

ანასტასიოს I (ლათ: Flavius Anastasius; დ. დაახლ. 430 — გ. 9 ივლისი 518) — აღმოსავლეთ რომის იმპერატორი 491-518 წლებში. იყო მდაბიო წარმოშობის სასახლის მოხელე (სილენციარიუსი). ტახტზე ავიდა იმპერატორ ზენონის გარდაცვალების შემდეგ. ზენონის მეუღლის არიადნეს დახმარებით. რომელმაც მალევე იქორწინა მასზე.

ანასტასიოსმა მოახერხა ისავრიელთა პოლიტიკურად გავლენიანი არისტოკრატიის დამორჩილება. გამოსცა კანონი მიწათმფლობელობის შესახებ, გააუქმა ქრისარგირონი (ვაჭარ-ხელოსანთა ფულადი გადასახადი). ნატურით გადასახადის ნაცვლად შემოიღო მიწაზე ფულადი გადასახადი - ქრისოტელია. მფარველობდა მონოფიზიტებს. ჩაახშო ფედერატების მიერ ვიტალიანეს წინამძღოლობით მოწყობილი ფედერატების რამდენიმე აჯანყება. ებრძოდა სპარსეთს. მეგობრული ურთიერთობა დაამყარა ფრანკთა მეფე ხლოდვიგთან.

კონსტანტინოპოლის გასამაგრებლად ააგო ახალი ქვის კედელი, რომელსაც ანასტასიოსის კედელი ეწოდა. წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად მმართველობის ბოლოსათვის ხაზინა 23 000 000 სოლიდუსით (დაახლ. 230000 გირვანქა ოქრო, დღევანდელი საზომით 100 ტონაზე მეტი) გაამდიდრა. გარდაიცვალა შვილების გარეშე. არც მემკვიდრედ დაუსხელებია ვინმე. რამაც ხელი შეუწყო იუსტინე I-ის გაიმპერატორებას.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ვ. ასათიანი, „ბიზანტიური ცივილიზაცია“, თბ., 2006 წ.


წინამორბედი:
ზენონი
ბიზანტიის იმპერატორი
491 - 518
შემდეგი:
იუსტინე I