სტეფან დუშანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტეფან დუშანი. ფრესკა

სტეფან უროშ IV დუშანი ნემანიჩი (სერბ. Стефан Урош IV Душан Немањић) — სერბეთის მეფე (1331—1346) ნემანიჩთა სახლიდან, 1346 წლიდან „სერბთა და ბერძენთა მეფე“ (სიკვდილამდე 1355 წ).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დუშანის დროინდელი სერბეთი

სერბეთის მეფე სტეფან უროშ III-ისა და ბულგარეთის იმპერატორის ქალიშვილ თეოდორა სმილეცის ვაჟი და სიმეონ სინიშის გერი ძმა. 1331 წელს მამის წინააღმდეგ აჯანყდა და ტახტიდან ჩამოაგდო. ბიზანტიასა და უნგრეთთან რიგი ომების შედეგად დუშანმა უზარმაზარი სახელმწიფოს შექმნა მოახერხა, რომელშიც შედიოდნენ: მაკედონია, ეპირი, თესალია და თრაკიის ნაწილი. 1346 წელს იგი „სერბთა და ბერძენთა მეფედ“ აკურთხეს სერბეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში საპატრიარქოს დაარსების პარალელურად.

1349 წელს გამოსცა ე. წ. „სტეფან დუშანის კანონები“ — სერბეთის კანონთა კრებული.

ცოლად ჰყავდა ელენე, ბულგარეთის მეფის ივან ალექსანდრეს ქალიშვილი. სტეფან დუშანის ვაჟი სტეფან უროშ V სერბეთის უკანასკნელი მეფე გახდა.