ნიკიფორე III (ბიზანტია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიკიფორე III ბოტანიატე (დ. დაახლ. 1010 — გ. 1 აპრილი 1081, კონსტანტინოპოლი) – ბიზანტიის იმპერატორი 1078-1081 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ნიკიფორე ბოტანიატე თავის წინაპრებად რომაელ პატრიციუსებს ფაბიუსებს ასახელებდა. იგი ბიზანტიის არმიის სარდალი იყო მცირე აზიაში, როცა 1078 წელს იმპერატორ მიხეილ VII დუკას აუჯანყდა. თურქ-სელჩუკთა მხირდან უმოქმედობით ზურგგამაგრებულმა ნიკიფორემ გაილაშქრა ნიკეაზე, სადაც მან თავი იმპერატორად გამოაცხადა. დასავლეთში ამ დროს აჯანყდა მეორე სარდალი ნიკიფორე ბრიენი. ბიზანტიელმა არისტოკრატიამ და სამღვდელოებამ მხარი ბოტანეატესს დაუჭირა, რომელმაც ტახტზე ასვლისთანავე ცოლად შეირთო მიხაელ VII-ეს მეუღლე მარიამ ბაგრატიონი, საქართველოს მეფის გიორგი II-ის და.

ბოტანეატემ ალექსი კომნენოსის დახმარებით შეძლო დაემარცხებინა ნიკიფორე ვრიენიოსი და მისი მომხრეები და გამაგრებულიყო ტახტზე. თუმცა მცირე აზიაში შემოჭრილ თურქებთან ომში მარცხი განიცადა და ვერ შეძლო მათი განდევნა იმპერიის მიწებიდან.

მომდევნო წლებში ბოტანეატესს უკვე თვით ალექსი კომნენოსი გადაექცა ტახტის კონკურენტად, რომლის გავლენამაც არმიის რიგებში საგრძნობლად იმატა. 1081 წელს ალექსიმ ნიკიფორე ბოტანიატე ტახტიდან ჩამოაგდო და იძულებით ბერად აღკვეცა მონასტერში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]