ოდოაკრი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
477 წლით დათარიღებული მონეტა ოდოაკრის გამოსახულებით

ოდოაკრი (დაახლ. 43115 მარტი, 493, რავენა) — იტალიის გამგებელი 476-493 წლებში. წარმოშობით სკირების გერმანული ტომიდან იყო, მეთაურობდა დასავლეთ რომის იმპერატორების მიერ დაქირავებულ გერმანელთა ერთ-ერთ რაზმს. 476 წლის 23 აგვისტოს (4 სექტემბერს) ჩამოაგდო დასავლეთ რომის უკანასკნელი იმპერატორი რომულუს ავგუსტულუსი და თავი „იტალიის მეფედ“ გამოაცხადა. 493 წელს „ოდოაკრის სამეფო“ დაიპყრეს ოსტგუთებმა, რომლებიც ჯერ კიდევ 488 წელს შეიჭრნენ ჩრდილოეთ იტალიაში. ოდოაკრი მოკლა მათმა ბელადმა თეოდორიხმა.

ლიტერატურა[რედაქტირება]