დუკები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დუკებიბიზანტიის იმპერატორთა დინასტია, მცირეაზიელი პროვინციული არისტოკრატიის შთამომავალნი. მართავდნენ 1059-1067 და 1071-1078 წლებში. დუკები წყაროებში IX საუკუნიდან იხსენიებიან. X საუკუნის დამდეგს იმპერატორის წინააღმდეგ გამოვიდნენ, მაგრამ დამარცხდნენ. X საუკუნის დასასრულს მხარი დაუჭირეს აჯანყებულ ბარდა სკლიაროსს. დუკებს დიდი მამულები ჰქონდათ აგრეთვე ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ენათესავებოდნენ სკლიაროსთა, კომნენოსთა, ანგელოსთა ფეოდალურ საგვარეულოებს. 1059-1067 წლებში ტახტზე იყო კონსტანტინე X დუკა, ხოლო 1071-1078 წლებში მისი ვაჟი მიხეილ VII, რომელსაც ცოლად ჰყავდა საქართველოს მეფე ბაგრატ IV-ის ასული მართა - დედოფალი მარიამი. დუკებს ძალაუფლება წაართვა ნიკიფორე III ბოტანიატემ, 1081 წელს დუკებმა მხარი დაუჭირეს ალექსი I კომნენოსს. მიხეილ VII-ის ვაჟი კონსტანტინე 1081-1094 წლებში ალექსი I-ის თანამმართველი იყო. დუკები დედაქალაქის უმაღლესი არისტოკრატიის ინტერესებს გამოხატავდნენ, მათი მმართველობა ბიზანტიის დაცემის ხანა იყო (შინაააშლილობა, აჯანყებები, სელჩუკთა შემოსევები). XIII საუკუნეში ანგელოს-დუკების გვარი ეპირის დესპოტატის ტახტს ფლობდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]