სან-ვიტალეს ეკლესია
ვიკიპედიიდან
სან-ვიტალეს ბაზილიკა (იტალ. Basilica di San Vitale) — ადრექრისტიანული ბაზილიკა რავენაში (იტალია), დასავლეთ ევროპაში ბიზანტიური ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ძეგლი. 1996 წელს იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მეკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა. რავენას რვა ადრექრისტიანულ ძეგლთა შორის გამოირჩევა მოზაიკის სრულყოფილებით, რომელსაც კონსტანტინოპოლის გარეთ ბადალი არ მოეპოვება.