ქართველები
| ქართველები | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| საერთო მოსახლეობა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
დაახ. 4 - 5 მილიონი |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ენები | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ქართული მეგრულ–ლაზური სვანური წოვათუშური (ბაცბური) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| რელიგიები | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მართლმადიდებლობა, კათოლიკობა, მაჰმადიანობა[8] |
ქართველები — ერი, ეთნიკური ჯგუფი (ეთნოსი), კავკასიის აბორიგენი (ავტოქტონური) მოსახლეობა. ეკუთვნიან იბერიულ-კავკასიური მოდგმის (რასის) ხალხთა ჯგუფს. საერთო რაოდენობა: 7,200,000-ზე მეტი. შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის 83,8%-ს (დაახლ. 4,000,000). გარდა ამისა, დაახლ. 1 მლნ. ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, დაახლ. 3,5 მლნ. თურქეთში (ისტორიული ქართული ტერიტორიები: ტაო-კლარჯეთი, არტაანი (დღევანდელი არდაგანი) და ლაზეთი (ლაზისტანი)), დაახლ. 300 ათ. ირანში (ფერეიდუნ შაჰრი, ნეჯაფ აბადი, რაჰშათ აბადი, ორჯი მაჰალე, თავრიზი, თეირანი, შირაზი. აქ ქართველები გადაასახლეს XVII—XVIII საუკუნეებში), დაახლ. 150 ათ. ავღანეთში (აქ ქართველები ჩაასახლეს ასევე XVII—XVIII საუკუნეებში), 50 ათასზე მეტი აზერბაიჯანში (ისტორიული ქართული ოლქი ჰერეთი, დღევანდელი კახის, ზაქათალას და ბელაქნის რაიონები), დაახლ. 50 ათ. უკრაინაში, 200 ათასამდე აშშ-ში და ევროპის სხვა ქვეყნებში (ძირითადად გერმანიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში და ბელგიაში)კანადის ნაციონალური სტატისკის სააგენტოს თანახმად, კანადაში 2190 ქართველია.
ქართველები გარეგნულად ხასიათდებიან, როგორც საშუალოზე მაღლები, სწორი აგებულებით. დასავლეთ საქართველოში ეთნიკური ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილი საშუალოზე ღია ფერის თმით (ქერა, მუქი ქერა, ღია წაბლისფერი, იშვიათია თავთუხისფერი-თეთრში გარდამავალი ღია ქერა თმა) და ღია ფერის თვალებით (ცისფერი, ლურჯი, ნაცრისფერი, მწვანე, თაფლისფერი) გამოირჩევა; აღმოსავლეთ საქართველოს ბარისა და სამხრეთის ქართველები შედარებით დაბალი სიმაღლით, ბრგე აგებულებით, საშუალოზე მუქი ფერის თმითა (წაბლისფერი, მუქი წაბლისფერი, მოშავო) და საშუალოზე მუქი ფერის თვალებით (მუქი თაფლისფერი, მუქი მწვანე-ჭაობისფერი, ყავისფერი) გამოირჩევიან. იშვიათია სუფთა შავი ფერის თმა და თვალები.
| საქართველოს ისტორია | |
|
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა |
|
| უძველესი ისტორია | |
|---|---|
| დიაოხის სამეფო | |
| კოლხეთის სამეფო | |
| იბერიის სამეფო | |
| ლაზიკა-ეგრისის სამეფო | |
| ძველი და ახალი ისტორიები | |
| ტაო-კლარჯეთის სამეფო | |
| აფხაზეთის სამეფო | |
| ჰერეთის სამეფო | |
| ქართლის სამეფო | |
| კახეთის სამეფო | |
| იმერეთის სამეფო | |
| ქართლ-კახეთის სამეფო | |
| სამცხე-საათაბაგო | |
| ერთიანი ქართული სახელმწიფო | |
| რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში | |
| უახლესი ისტორია | |
| საქართველოს დრ | |
| საქართველოს სსრ | |
| საქართველოს რესპუბლიკა | |
| საქართველო | |
|
საქართველოს პორტალი |
ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს პროვინციების ტაო-კლარჯეთის, შავშეთის, სამხრეთ აჭარის, ერუშეთისა და ჭანეთის არათურქიზებული ქართველობა ღია ფერის თვალებითა და თმით, ასევე მაღალი აღნაგობით გამოირჩევა. ქართველთა უმეტესობა სუბბრაქიკეფალი და ბრაქიკეფალია.[საჭიროებს წყაროს მითითებას]
სექციების სია |
[რედაქტირება] ეთნოგრაფიული ჯგუფები
- აჭარლები
- გუდამაყრელები
- გურულები
- თუშები
- იმერლები
- იმერხეველები
- ინგილოები
- კახელები
- ლაზები (ჭანები)
- ლეჩხუმელები
- მეგრელები
- მესხები
- მთიულები
- მოხევეები
- რაჭველები
- სვანები
- ფერეიდნელები
- ფშავლები
- ქართლელები
- ხევსურები
- ჯავახები
[რედაქტირება] ენა და დამწერლობა
- ენა: ქართული მეგრულ–ლაზური სვანური წოვა–თუშური (ბაცბური)
- დამწერლობა: ქართული.
[რედაქტირება] აღმსარებლობა
ძირითადად (90 %) მართლმადიდებლები, აგრეთვე კათოლიკები და მუსლიმანები.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- სამსონ ფირცხალავა: ქართველთა წინაპრები და მათი მონათესავე ტომები წინა აზიაში 40 - 6 ს.ს. ძვ.წ
- როლანდ თოფჩიშვილი: ქართველთა ეთნიკური ისტორია და საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები
- Г. Меликишвили: Некоторые вопросы древнейшей истории грузинского народа
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ CIA World Factbook
- ↑ აღმოსავლური ენციკლოპედია
- ↑ 2002 რუსეთის ცენზი
- ↑ CRS Brief for Congress: Armenia, Azerbaijan, and Georgia: Political Developments and Implications for US Interests
- ↑ 2001 უკრაინის ცენზი
- ↑ 2001 საბრძნეთის ცენზი
- ↑ „Population by ethnic groups“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტატისტიკის კომიტეტი
- ↑ მეწილად ირანში მცხოვრებ ქართველებში და აჭარის რამდენიმე სოფელში.
|
||||||||

