კონსტანტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იმპერატორ კონსტანტის ბიუსტი

კონსტანტი (ლათ. Flavius Iulius Constans; დ. 323 — გ. 350) — რომის იმპერატორი 337-350 წლებში. კონსტანტინე I დიდისა და ფაუსტას მესამე შვილი. 333 წელს გამოაცხადეს კეისრად. 335 წელს სამართავად გადასცეს იტალია, აფრიკა და ილირია. მას შემდეგ რაც საკუთარმა ძმამ კონსტანტინე II-მ გამოუცხადა ომი და იგი დაიღუპა ბრძოლაში, სამართავად მიიღო მთელი დასავლეთი იმპერია. მომდევნო წლებში ომი გამოუცხადა ფრანკებს, რომლებზედაც გაიმარჯვა კიდეც 342 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]