შრივიჯაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შრივიჯაიიის სახელმწიფო აყვავების ხანაში.

შრივიჯაია, სრივიჯაია — სახელმწიფო ინდონეზიაში. შეიქმნა დაახლოებით VII საუკუნის შუა წლებში. ცენტრი ახლანდელი პალემბანგის რაიონში (კ. სუმატრა) მდებარეობდა. შრივიჯაიის განვითარებას ხელი შეუწყო ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ და ფუნანის დაცემამ. VII-IX საუკუნეებში შრივიჯაიამ დაიპყრო სუმატრის მეზობელი სახელმწიფოები - დასავლეთი იავა, დასავლეთი კალიმანტანი, მალაკის ნახევარკუნძული და ძლიერ საზღვაო იმპერიად გადაიქცა. აყვავების ხანას მიაღწია IX საუკუნის II ნახევარსა და X საუკუნეში - შაილენდრების დინასტიის მმართველობის პერიოდში. დაახლოებით 992 წელს დაიწყო შრივიჯაიის ბრძოლა მატარამთან არქიპელაგზე ბატონობისათვის. დაახლოებით 1016 წელს ომი შრივაჯაიის გამარჯვებით დამთავრდა, მაგრამ 1025 წელს შრივიჯაიაში შეიჭრნენ ჩოლის - ინდოეთის სახელმწიფოს ჯარები. ამ ომებმა შეარყია შრივიჯაიის ძლიერება, თუმცა კიდევ დაახლოებით ორი საუკუნის განმავლობაში ინარჩუნებდა პირველობას არქიპელაგის დასავლეთ რაიონებში. XIII საუკუნის ბოლოდან შრივიჯაიას შეუტიეს იაველებმა და სიამელებმა. XIV საუკუნის შუა წლებში შრივიჯაია მაჯაპაჰიტის მოხარკე გახდა. შრივიჯაია უკანასკნელად იხსენიება 1376 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]