ლეონ III (ბიზანტია)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ლეონ III (მარცხნივ) და მისი ვაჟი კონსტანტინე V
ლეონ III ისავრიელი (დ. 675 — გ. 741) — ბიზანტიის იმპერატორი 717-741 წლებში. ისავრიელთა დინასტიის დამაარსებელი. დაწინაურდა იმპერატორი იუსტინიანე II-ის დროს. გამოხატავდა პროვინციული არისტოკრატიის ინტერესებს და მმართველობის ცენტრალიზაციისათვის იბრძოდა. მოიგერია არაბთა შემოტევები (717-718 კონსტანტინოპოლთან, 740 აკროინოსთან). 726 წელს გამოსცა კანონთა კრებული ეკლოგა. 730 წლის ედიქტით აკრძალა ხატთაყვანისმცემლობა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 192, თბ., 1983 წელი.