იბერიის უნია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძველი გრავიურა – ალკანტარის ბრძოლა

იბერიის უნიაესპანეთისა და პორტუგალიის სამეფო ტახტების დინასტიური უნია 1580-1640 წწ. ამ პერიოდში ესპანეთის ჰაბსბურგი მეფეების: ფილიპე II, ფილიპე III და ფილიპე IV („ფილიპეების დინასტია“, როგორც მას პორტუგალიელები უწოდებდნენ) მმართველობა ვრცელდებოდა მთელს იბერიის ნახევარკუნძულზე. პორტუგალიის სახელმწიფოს დასუსტებამ უნიის პერიოდში გამოიწვია პორტუგალიის კოლონიური იმპერიის დაშლა.

მას შემდეგ რაც პორტუგალიის ახალგაზრდა მეფე სებასტიან I გარდაიცვალა აფრიკის ჩრდილოეთში წარმოებული ომის დროს, ავისის დინასტია გაქრობის საფრთხის წინაშე დადგა. მეფედ გამოაცხადეს ღრმად მოხუცებული, უშვილო კარდინალი ენრიკე I. ორი წლის შემდეგ მისმა გარდაცვალებამ გამოიწვია დინასტიური კრიზისი. პორტუგალიის სამეფო ტახტზე პრეტენზიას აცხადებდა მანუელ I შვილიშვილი ესპანეთის მეფე ფილიპე II, ასევე მანუელ I უკანონო შვილიშვილი ანტონიუ I და ჰერცოგინია ეკატერინე ბრაგანსელიბრაგანსის სახლის წარმომადგენელი, ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის დედოფალი, ჩარლზ II მეუღლე.

ომი პორტუგალიის მემკვიდრეობისათვის მოიგო ესპანეთის არმიამ ჰერცოგ ალბას ხელმძღვანელობით, ანტონიუ I მომხრეების განადგურების შედეგად ალკანტარასთან. 1581 წელს ფილიპე II ჩავიდა პორტუგალიაში და მეფედ ეკურთხა ფილიპე I სახელწოდებით. იგი დაპირდა პორტუგალიელებს რომ ქვეყანა შეინარჩუნებდა საკუთარ კანონებს და ფულად ერთეულს. ერთ პერიოდში განიხილებოდა გაერთიანებული ესპანეთ-პორტუგალიის დედაქალაქის გადატანაც ლისაბონში.

XVII საუკუნის პორტუგალიის ელიტარული წრეები მიხვდნენ, რომ იბერიის უნიამ მათ ქვეყანას მეტი ზიანი მოუტანა, ვიდრე სარგებელი. პორტუგალია კარგავდა კოლონიებს. განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობოდა კავშირის გაწყვეტა ინგლისთან, რომელიც მხარს უჭერდა პორტუგალიას ჯერ კიდევ 1386 წელს დადებული უინძორის ხელშეკრულებით.

ნიდერლანდების რევოლუციის პერიოდში ჰოლანდიელებმა დაიპყრეს პორტუგალიის ყოფილი კოლონიები:ცეილონი, ბრაზილია, ლუანდა ანგოლაში და სხვ. კოლონიების დაკარგვის სერიამ აავსო პორტუგალიის არისტოკრატიის მოთმინების ფიალა. დაიწყო დამოუკიდებლობის აღდგენის მოძრაობა. ჰერცოგ ბრაგანსას შვილიშვილი გამოაცხადეს მეფედ ჟუან IV სახელწოდებით. ომი დამოუკიდებლობის აღდგეენისათვისათვის პორტუგალიაში დამთავრდა ესპანელთა მარცხით. უნია დაიშალა და პორტუგალიის სამეფო ტახტი დაიკავეს ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენლებმა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]