ილირია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ილირიას (ლათ. Illyria, Illyricum) უწოდებენ უძველეს დროში ილირიელებისაგან წარმომდგარ სახელდებას მთიანი ლანდშაფტისა, რომელსაც მრავალრიცხოვანი კუნძული ჰქონდა და მდებარეობდა ადრიის ზღვის აღმოსავლეთსა და ეპირუსის ჩრდილოეთ ნაწილში.

რომაელი ისტორიკოსი აპიანე ასე აღწერს ილირიას: ბერძნების თვალსაზრისით ილირია მდებარეობს მაკედონიის და ფრაკიის ჩრდილოეთით, ქაონების (Χαόνων) და ტესპროტებიდან (ωεσπρωτθν) მდინარე ისტრამდე. ხოლო სიგანეში ილირია მთიანი მაკედონიიდან და ფრაკიიდან იონიის ზღვამდე და ალპების ძირამდე იყო.. სიგანეში ქვეყანა 5 დღის სავალი იყო, ხოლო სიგრძეში კი 30 დღის. რომაელების გაზომვით სიგანეში 1200 სტადიუმი ხოლო სიგრძეში 6000 სტადიუმი იყო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რუკები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

აპიანე