კრეტა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
GreeceCrete.png

კრეტა (ბერძნ. Κρήτη) — საბერძნეთის ყველაზე დიდი და ხმელთაშუა ზღვის რიგით მეხუთე კუნძული. მისი ფართობია 8,336 კმ². კუნძულს ესაზღვრება სამი ზღვა: იონიის, ლიბიისა და ეგეოსის.

[რედაქტირება] ისტორია

კრეტა ანტიკური საბერძნეთის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური კუნძული იყო. აქ ხალხის დასახლება დაიწყო ძვ. წ. 2700 -1420 წლებში, რამაც კუნძული პირველ ყველაზე განვითარებულ ცივილიზაციად აქცია საბერძნეთსა და ევროპაში. ბერძნებმა კრეტაზე რამდენიმე ქალაქი დააარსეს. ერთ–ერთი იყო კნოსოსი. ამ უძველესი ქალაქის ნანგრევები არქეოლოგთა ჯგუფმა მინოს კალოკაირინოსის ხელმძღვანელობით 1878 წელს აღმოაჩინა. კნოსოსის სასახლე რთულ ნაგებობას წარმოადგენდა, რომელსაც ცენტრში დიდი ეზო ჰქონდა. ეზოს ირგვლივ, წრიულად, განაგებული იყო საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა შენობები. ისინი ერთმანეთს მიხვეულ–მოხვეული დერეფნებითა და გასასვლელებით უკავშირდებოდნენ.

[რედაქტირება] ლიტერატურა

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კრეტა&oldid=1949846-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე