კონსტანტინე V (ბიზანტია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კონსტანტინე V.
კონსტანტინე V (მარჯვნივ) და მამაისი ლეონ III

კონსტანტინე V ( დ. 718 — გ. 14 სექტემბერი, 775) — ბიზანტიის იმპერატორი 741-775 წლებში. ისავრიელთა დინასტიის წარმომადგენელი. იცავდა პროვინციული არისტოკრატიის ინტერესებს. მის დროს ბიზანტია ძლიერი სამხედრო სახელმწიფო იყო. კონსტანტინე V-მ ბრყინვალე გამარჯვებები მოიპოვა არაბებზე (746 და 752 წწ.), ბულგარელებზე (763 წელს და სხვა ბრძოლებში). გააუმჯობესა იმპერიის ეკონომიკური მდგომარეობა, გაზარდა გადასახადები. 754 წლის საეკლესიო კრებაზე მიაღწია ხატთაყვანისმცემელთა დაგმობას. ებრძოდა ოპოზიციურად განწყობილ ბერ-მონაზვნებს, დახურა მონასტრები და მიითვისა მათი ქონება. შემწყნარებლობას იჩენდა მწვალებლური მოძრაობებისადმი.

ლიტერატურა[რედაქტირება]