ანგორის ბრძოლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანგორის ბრძოლა
Battle of Ankara.jpg
ანგორის ბრძოლა (დიდ მოგოლური ილუსტრაცია)[1].
თარიღი 20 ივლისი, 1402.
მდებარეობა ჩუბუკის მდელო, ანკარასთან ახლოს.
შედეგი თემურიდების გადამწყვეტი გამარჯვება.[2][3]
ტერიტორიული
ცვლილებები
ორივე იმპერიამ განიცადა ტერიტორიული ცვლილებები.
მხარეები
Timurid.svg თემურიდები ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
Grb Lazarevic.png სერბეთის დესპოტატი
Coat of arms of Wallachia Voivodship.png ვლახეთი
Coa Kastrioti Family.svg ალბანეთის სამთავროები
მეთაურები
თემურლენგი
შახრუხ მირზა (მარცხენა ფრთა)
ხალილ სულთანი (მარცხენა ფრთა)
მირან შახი (მარჯვენა ფრთა)
ბაიაზიდ I (ტყვედ ჩავარდა)
სტეფან ლაზარევიჩი[4][5][6][7].
ძალები
უცნობი უცნობი
დანაკარგები
უცნობი უცნობი

ანგორის ბრძოლა, ანკარის ბრძოლა – ბრძოლა თემურლენგსა და ოსმალეთის სულთან ბაიაზიდ I-ს შორის ჩუბუკის მდელოზე, ანგორასთან (ახლანდელი ანკარა) ახლოს. 1402 წლის 28 ივლისს ანგორის ბრძოლის დაწყების წინ თემურლენგმა სივასი დაიკავა; ოსმალთა ჯარი სივასის დასავლეთით 150 კმ-ზე ტყიან მთებში გამაგრდა და ამით თემურლენგის მთავარ ძალას – ცხენოსან ჯარს სამოქმედო გზა გადაუღობა. თემურლენგმა მოწინააღმდეგეს ზურგიდან მოუარა და გარს შემოადგა ანგორას. ბაიაზიდის ჯარი 28 ივლისს დილით ეკვეთა მტერს. მარცხენა ფრთაზე თემურლენგის ცხენოსნებმა შეაჩერეს ოსმალთა იერიში, ხოლო ანატოლიელი ბეების თემურლენგის მხარეზე გადასვლამ საბოლოოდ გადაწყვიტა ბრძოლის ბედი. ოსმალთა ორივე ფრთის განადგურების შემდეგ თემურლენგის ჯარი გარს შემოერტყა და გაანადგურა ბაიაზიდის მთავარი ძალები. ამ დამარცხებამ დიდი ხნით შეაჩერა ოსმალეთის იმპერიის ცენტრალიზაციის პროცესი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Unknown. Battle of Ankara. A Mughal book illustration.
  2. Rafis Abazov, Palgrave Concise Historical Atlas of Central Asia, (Palgrave Macmillan, 2008), 56.
  3. Europe in the Late Middle Ages, ed. John Rigby Hale, John Roger Loxdale Highfield, Beryl Smalley, (Northwestern University Press, 1965), 150;"Timur, after defeating the Mamluks in 1400, won a decisive victory over the Ottomans near Ankara in 1402".
  4. John Van Antwerp Fine (1994) The Late Medieval Balkans. Ann Arbor: University of Michigan Press; p. 499.
  5. Erik Hildinger (2001) Warriors of the Steppe. Cambridge, Massachusetts: Da Capo Press ISBN 0-306-81065-4; p. 189.
  6. John Patrick Douglas Balfour Kinross (1977) The Ottoman Centuries. New York: William Morrow and Company; p. 75.
  7. René Grousset (1970) The Empire of the Steppes, New Brunswick, New Jersey: Rutgers University Press ISBN 0-8135-0627-1; p. 451.