შარლ ლუი დე მონტესკიე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მონტესკიე

შარლ ლუი დე მონტესკიე (Charles-Louis de Secondat, baron de La Brède et de Montesquieu; დ. 18 იანვარი, 1689 – გ. 10 თებერვალი, 1755) — ფრანგი მწერალი, ადვოკატი და ფილოსოფოსი, ავტორი რომანებისა ,,სპარსული წერილები” (1721), ,,განაზრებები რომაელთა აღზევებისა და დაცემის მიზეზების შესახებ” (1734) და ,,კანონთა გონი” (1748). რომანში პარსული წერილები" იგი ირონიულად იხსენიებს საფრანგეთის სამეფო კარს, სამღვდელოებას, ფრანგულ სინამდვილეს. იგი წერს: "საფრანგეთის მონარქი ყველაზე ძლიერი მეფეა ევროპაში, მას არ მოეპოვება ოქროს საბადოები, როგორც მის მეზობელს – ესპანეთის მეფეს, მაგრამ იგი უფრო მდიდარია, ვინაიდან სიმდიდრეს ქაჩავს თავისი ქვეშევრდომებიდან, რაც უფრო დაუშრეტელი წყაროა, ვიდრე საბადოები". ნაწარმოებში "კანონთა გონი" აღწერილია მისი მონტესკიეს სოციოლოგიური შეხედულებები საზოგადოებისა და მისი კანონების შესახებ, მოძღვრება სახელმწიფოსა და სამართალზე, მორალის პრობლემები. ისტორიაში აღორძინების ეპოქის მთავარ მოაზროვნეებს, რომელთა შორის არის მონტესკიეც, გონების სიძლიერის გამო ეპოქის ტიტანებს უწოდებდნენ. საფრანგეთის რევოლუციამდე საუკუნით ადრე დაბადებულმა, ბევრი რამ გააკეთა მისი იდეური შემზადებისათვის. მარატისა და რობესპიერის თაოსნობით, ჟირონდისტებიც და იაკობინელებიც ერთნაირი მოწიწებით მიმართავდნენ მონტესკიეს. უდავოა მონტესკიეს ძლიერი გავლენა ეპოქის ფრანგ ენციკლოპედისტებზე, როგორებიცაა ჰელვეციუსი, დიდრო, ჰოლბახი, ასევე, XVIII საუკუნის სოციოლოგებზე _ სოციალურ მოაზროვნეებზე, ტურგოსა და კონდორსეზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა ლა ბრედეს ციხე-დარბაზში, საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით. ჯილის კათოლიკური კოლეჯის დამთავრების შემდეგ, შარლ-ლუის დე სეკონდატი 26 წლის ასაკში, ჟანა დე ლარტიგეზე დაქორწინდა, რომელიც პროტესტანი იყო და რომლისგანაც მიიღო არსებითი რაოდენობის ქონება, მზითევის სახით. შემდეგ წელს, შარლი ბიძამისისგან სიმდიდრეს, ბარონი მონტესკიეს წოდებას და ბორდოს პარლამენტში Président à Mortier-ის სტატუსს იღებს. ამასობაში ინგლისი კონსტიტუციურ მონარქიას აცხადებს და შოტლანდიას უერთდება, რის შედეგადაც ყალიბდება ახალი სახელმწიფო, დიდი ბრიტანეთის სამეფო. 1715 წელს კვდება ლუი XIV და მას 5 წლის ლუი XV ცვლის. ამ ნაციონალურმა ცვლილებებმა, დიდი გავლენა იქონია მონტესკიეზე, რასაც მოგვიანებით იგი თავის ნამუშევარში მოიხსენიებს.

მალე იგი აქვეყნებს თავის პირველ რომანს, "სპარსულ წერილებს", რითაც აღწევს საკმაოდ დიდ ლიტერატურულ წარმატებას. ამის შემდეგ აქვეყნებს თავის ერთ-ერთ მთავარ ნამუშევარს "Considérations sur les causes de la grandeur des Romains et de leur décadence" (რომის აღზევების და დაცემის მიზეზების გააზრება), რასაც სწავლულები, სპარსული წერილებიდან მთავარ ნაწარმოებზე გადასვლად თვლიან. De l'Esprit des Lois (კანონების სული), 1748 წელს ანონიმურად გამოქვეყნდა და მალევე გავლენიანი პოზიცია მოიპოვა. საფრანგეთში, ამ წიგნს რეჟიმის მხარდამჭერებიც და მოწინააღმდეგეებიც ანტიპათიით შეხვდნენ. რომის კათოლიკურმა ეკლესიამ კი აკრძალული წიგნების სიაში შეიყვანა მონტესკიეს ბევრ სხვა ნამუშევართან ერთად. თუმცა წიგნმა დიდი ქება დაიმსახურა დანარჩენი ევროპისგან, განსაკუთრებით ინგლისისგან.

დიდი ბრიტანეთის კოლონიებში, ამერიკაში, მონტესკიეს ინგლისის თავისუფლების დამცველად მოიხსენიებდნენ (და არა ამერიკული დამოუკიდებლობის). პოლიტიკურმა მეცნიერმა, დონალდ ლატზმა აღმოაჩინა, რომ მონტესკიე იყო ის ავტორიტეტი, რომლის ციტატები ყველაზე მეტად ჟღერდა წინარევოლუციურ ინგლისურ ამერიკაში. ამერიკის გამოყოფის შემდეგ, მონტესკიეს ნამუშევრებმა დატოვა უზარმაზარი გავლენა ამერიკის ბევრ დამფუძნებელზე. ყველაზე აღსანიშნავი, ვირჯინიელ დამფუძნებელ მამაზე, ჯეიმზ მედისონზე. მონტესკიეს ფილოსოფიამ, რომ "მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს ისე, რომ ერთ ადამიანს არ ეშინოდეს მეორესი" შეახსენა მედისონსა და სხვებს, რომ მთავრობის თავისუფალი და მყარი საფუძველი ძალების მკაფიო და ბალანსირებულ განაწილებას ემყარება.

გარდა სოციალურ და პოლიტიკურ ნაწარმოებებზე მუშაობისა, მონტესკიემ რამოდემინე წელი ევროპაში იმოგზაურა. საფრანგეთში დაბრუნებამდე, ჩავიდა ავსტრიასა და უნგრეთში, ერთი წელი გაატარა იტალიაში და 18 თვე დაჰყო ინგლისში. მას ცუდი მხედველობა ჰქონდა და 1755 წელს, როდესაც მაღალი სიცხისგან გარდაიცვალა, სრულიად უსინათლო იყო. იგი დაკრძალეს Église Saint-Sulpice-ში, პარიზში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: