მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა
მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა – ჯვაროსნული ლაშქრობა 1202-1204 წწ. დაიგეგმა ეგვიპტის წინააღმდეგ, მაგრამ ვენეციელი ვაჭრების მზაკვრული გეგმის წყალობით იგი ბიზანტიის საწინააღმდეგოდ შემობრუნდა. თეობალდ III-ის გარდაცვალების შემდეგ სათავეში ჩაუდგა ბონიფაციუს I მონფერატი.
[რედაქტირება] წინარე ისტორია
XIII საუკუნის დამდეგს ბიზანტიის სამეფო კარზე დიდი არეულობა სუფევდა. 1204 წელს თამარ მეფემ ფრიად თამამი გადაწყვეტილება მიიღო - საბაბად გამოიყენა ბიზანტიის იმპერატორ ალექსი ანგელოსის მოხელეთა მიერ თამარისგან დასაჩუქრებული ბერების გაძარცვა და ბიზანტიის კუთვნილ სამხრეთ-აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში ჯარი გაგზავნა. ქართულა ჯარმა დაიპყრო ეს ტერიტორია და იქ ტრაპიზონის საკეისრო დააარსა. თამარმა ტრაპიზონის მეფობა საქართველოში აღზრდილ ალექსი კომნენოსს ჩააბარა. ამ გზით საქართველომ სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან მეგობარი ქრისტიანული სახელმწიფო შეიძინა.
[რედაქტირება] ისტორია
იმავე 1204 წელს ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს და იქ ლათინთა იმპერია დააარსეს. რომლის პირველი იმპერატორიც გახდა ბალდუინ I ფლანდრიელი. ბონიფაციუს მონფერატი გახდა თესალონიკის მეფე. ლათინთა იმპერიამ 1261 წლამდე იარსება. ამ ლაშქრობის შემდეგ ჯვაროსანთა პოზიციები მცირე აზიაში ძლიერ შესუსტდა. იერუსალიმი ეგვიპტელი არაბების ხელში რჩებოდა. ევროპის მონარქებმა შემდეგი დარტყმა ეგვიპტისაკენ მიმართეს.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- E.L. Skip Knox. The Fourth Crusade
- Introduction to the Fourth Crusade
- Medieval Sourcebook: The Fourth Crusade 1204: Collected Sources