აგათია სქოლასტიკოსი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აგათია სქოლასტიკოსი (ლათ. Agathias Scholasticus, ბერძნ. Ἀγαθίας Σχολαστικός; დ. 536 – გ. 582) – ბიზანტიელი ისტორიკოსი და პოეტი. პროფესიით იურისტი. იურიდიული ცოდნა მიუღია ალექსანდრიასა და კონსტანტინოპოლში. აგათიას პოეტური მემკვიდრეობიდან საყურადღებოა „დაფნიაკა“ – ჰეგზამეტრით გამართული ეპიკური თხზულება და ეპიგრამების შვიდწიგნეული. საისტორიო თხზულებათაგან უმთავრესი ნაშრომია თხზულება „იუსტინიანეს მეფობისათვის“. ეს ხუთწიგნეული პროკოფი კესარიელის ისტორიის გაგრძელებაა. ხუთივე წიგნში ქრონოლოგიური თანამიმდევრობითაა გადმოცემული ბიზანტიის იმპერიის 552-558 წლების ისტორია. ხუთწიგნეული VI საუკუნის დასავლეთ საქართველოსლაზიკის ისტორიის (დიდი ომიანობა ეგრისში) უმნიშვნელოვანესი წყაროა. ამ ნაშრომშია დაცული ეგრისელი მჭერმეტყველების აიეტისა და ფარტაზის სიტყვები გუბაზ მეფის მკვლელობასთან დაკავშირებით.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, ტ. 1, თბ. 2007 წ. გვ. 295-296.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე