ვესტგუთები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვესტგუთების მიგრაცია

ვესტგუთები (Westgoten), ვიზიგოთები (Wisigoten) ანუ თერვინგები (Therwingen), [1]- ძველი გერმანული ტომების გუთების დასავლეთი შტო. III-IV საუკუნეებში ცხოვრობდნენ მდინარე დნესტრის აღმოსავლეთით. IV საუკუნის 70-იან წლებიდან მონაწილეობდნენ ხალხთა დიდ გადასახლებაში, როგორც რომაელთა ფედერატები (მოკავშირეები). 382 წელს დასახლდნენ მეზიის პროვინციაში. ბარბაროსულ ტომთა შორის პირველებმა აიღეს რომი (410) წელს. 418 წელს დააარსეს სამეფო აკვიტანიაში. მეფე თეოდორიხ I-ის (418-451) მეთაურობით დიდი როლი ითამაშეს ატილას დამარცხებაში (451), მეფეების თეოდორიხ II-ისა და ევრიხის (466-484) მმართველობის დროს დაიპყრეს ესპანეთის დიდი ნაწილი, ჩაიწერა ვესტგუთების პირველი სამართალი "ევრიხის კოდექსი". მეფე ალარიხ II-ის (484-507) დროს ფრანკთაგან განცდილი დამარცხების შედეგად (507) დაკარგეს სამხრეთ გალიის მიწები. VI საუკუნის შუა ხანებიდან ვესტგუთების სამეფოს დედაქალაქი იყო ტოლედო. ადგილობრივ მიწათმფლობელთა ნაწილს ვესტგუთებმა ჩამოართვეს მიწების 2/3. 586 წელს ვესტგუთებმა მიიღეს კათოლიკობა, რამაც დააჩქარა მათი რომანიზაციის და ესპანურ-რომაულ მოსახლეობასთან ასიმილაციის პროცესი, განაპირობა გვაროვნულ-ტომური წყობილებიდან ადრინდელ ფეოდალურზე გადასვლა. 711-718 წწ. ვესტგუთების სამეფო არაბებმა დაიპყრეს, ვესტგუთებმა შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა ჩრდილოეთ ესპანეთში და განაგრძეს ბრძოლა არაბთა წინააღმდეგ.

ვესტგუთების მეფეები[რედაქტირება]

ვესტგუთების სამეფო 500 წელს

ბალტის დინასტია[რედაქტირება]

სხვები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ქსე, ტომი მე-4, გვ. 382