დალმაცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Croatia-Dalmatia.png

დალმაცია (ხორვ. Dalmacija, იტალ. Dalmazia, სერბ. Далмација, ლათ. Dalmatia) — ისტორიული მხარე ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ადრიატიკის ზღვაზე, თანამედროვე ხორვატიის (ძირითადად) და მონტენეგროს ტერიტორიებზე.

ისტორია[რედაქტირება]

წარსულში დალმაცია ილირიული ტომებით - დალმატებით, ლიბურნებით იყო დასახლებული; ასევე ცხოვრობდნენ თრაკიელები და კელტები.

ჩვენს ერამდე IV საუკუნეში დალმაციის ნაპირებთან ბერძნული ქალაქები ჩნდება.

ჩვენს ერამდე 229 წელს დაიწყო რომის შეჭრა (ორი ილირიული ომი 229 — 228 და 219 ძვ. წ.)

ძვ. წ II — I საუკუნეებში, ოქტავიანემდეც კი, რომელმაც დალმაცია და დაიპყრო და ილირიკს შეუერთა (34 — 33 ძვ. წ.), ადგილობრივი მოსახლეობა არაერთხელ აჯანყებულა რომაელთა წინააღმდეგ.

6 — 9 ჩვენს ერამდე ტიბერიუსმა დალმაციაში ჯანყი ჩაახშო, შედეგად, ორი ილირიული პროვინცია წარმოიშვა - Illyricum Superius (ფლავიუსის დროიდან დალმაცია ეწოდება) და Illyricum Inferius (პანონია).

დიოკლეტიანემ დალმაციის სამხრეთი ნაწილი სკოდრასთან ერთად გამოყო პრევალიტანის პროვინციის სახით.

რომაელებმა დალმაციაში სამხედრო ბანაკები და ვეტერანთა დასახლებები ჩამოაყალიბეს. პროვინციის დედაქალაქი სალონა გახდა.

რომის რამდენიმე იმპერატორი (მაგ: დიოკლეტიანე) დალმაციიდან იყო წარმოშობით.

მესამე საუკუნეში აქ ცხოვრობდა და აქვეა დაკრძალული მოძღვარი ისააკ დოლმატიელი.

VI საუკუნიდან დალმაცია ბიზანტიას ემორჩილება. VI—VII საუკუნეებში დალმაციას სამხრეთიდან სერბები და ხორვატები იკავებენ.


IX საუკუნეში დალმაციის ქალაქები ხორვატიის სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიან, XII საუკუნის დამდეგს კი უნგრეთის დაქვემდებარებაში გადადიან.

1420—1797 დალმაცია (დუბროვნიკის გამოკლებით) ვენეციის მფლობელობაშია, რომელიც დალმაციელ ვაჭრებს სახიფათო კონკურენტებად მიიჩნევდა და ცდილობდა სრულად ან ნაწილობრივ მაინც მოესპო დალმაციური ქალაქების გარევაჭრობა და ეკონომიკურად თავისზე გაეხადა დამოკიდებული. ვენეცია ზღვისპირა ქალაქების არამარტო პოლიტიკურ ცხოვრებაში ერეოდა და საკუთარი სურვილით უნიშნავდა მმართველებს, არამედ, ყველანაირად ცდილობდა შეეზღუდა საზღვაო მიმოსვლისა და ვაჭრობის შესაძლებლობები სლავებისთვის, რათა საკუთარი სავაჭრო მონოპოლია დაეწესებინა ადრიატიკაზე. ვენეციის ხელისუფლება თვითონ აწესებდა ბეგარას დალმაციიდან გასატან და შესატან საქონელზე და საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით ადებდა ყველაფერს ფასს. საქონელბრუნვა მკაცრად იყო რეგლამენტირებული. გარდა ამისა, ზღვისპირა ქალაქებისთვის იმ ქვეყნებთან ვაჭრობა იყო აკრძალული, რომლებიც ვენეციასთან საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

XVI საუკუნეში დალმაციის შიდა მხარეები ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო.

1797 წელს კომფორმის ზავით დალმაცია ავსტრიას გადაეცა და 1918 წლამდე მის შემადგენლობაში შედიოდა (1805—1813 წლების გამოკლებით, როდესაც ნაპოლეონის მიერ დაპყრობილი დალმაცია საფრანგეთის იმპერიის ილირიულ პროვინციებში შედიოდა). 1815 1815 წლიდან დალმაცია ავსტრო-უნგრეთის შემადგენლობაშია და დალმაციის სამეფო ყალიბდება.

1918 წელს ავსტრო-უნგრეთის დაშლის შემდეგ (ზადარის გარდა, რომელიც იტალიამ მიიტაცა რამდენიმე მცირე კუნძულთან ერთად) დალმაცია სერბების, ხორვატებისა და სლოვენების სამეფოს შემადგენლობაში ხვდება (1929 წლიდან იუგოსლავია)


მეორე მსოფლიო ომის დროს, იუგოსლავიის დაქუცმაცების შემდეგ გერმანიისა და მისი მოკავშირეების მიერ (1941), დალმაცია ხორვატიის სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა, ნაწილი კი იტალიას შეუერთდა.

1945 წლიდან კი ხორვატიამ და მონტენეგრომ გაიყვეს.

გალერეა[რედაქტირება]

ხვარის პანორამული ხედი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]