იოანე მალალა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოანე.

იოანე მალალა (ბერძნ. Ἰωάννης Μαλάλας; დ. 491 — გ. 578) — ბიზანტიელი ქრონისტი, წარმოშობით სირიის ანტიოქიიდან იყო. მისი ზედწოდება (სირიულად malal — რიტორი) მოწმობს, რომ ვექილი იყო. იოანე მალალას საისტორიო თხზულება „ქრონოგრაფია“ მოიცავს მსოფლიო ისტორიას ქვეყნის დასაბამიდან 563 წლამდე. განსაკუთრებით საყურადღებოა თხზულების ის ნაწილი, რომელშიც ავტორი თანამედროვე ამბებს აღწერს; აქ კი სანდო ისტორიკოსად წარმოგვიდგება. იოანე მალალას „ქრონოგრაფია“ შემდგომ ხანებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მასში არის საინტერესო ცნობები სლავური ქვეყნების ისტორიისათვის. აგრეთვე საქართველოს ისტორიის, კერძოდ, VI საუკუნეში დასავლეთ საქართველოს ურთიერთობების შესახებ ბიზანტია-ირანთან. თხზულება თარგმნილია სლავურ და ქართულ ენებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება]