ჰერაკლე (ბიზანტია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰერაკლე
Flavius Heraclius Augustus
Heraclius and Heraclius Constantine solidus.jpg
ჰერაკლე და მისი შვილი კონსტანტინე III მონეტაზე.
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 610
მმართ. დასასრული: 641
წინამორბედი: ფოკა
მემკვიდრე: კონსტანტინე III
დაბ. თარიღი: დაახლ. 575
დაბ. ადგილი: კაპადოკია
გარდ. თარიღი: 11 თებერვალი 641
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
მეუღლე: ევდოკია
მარტინა
შვილები: კონსტანტინე III
ჰერაკლონასი
დინასტია: ჰერაკლეს
მამა: ჰერაკლე უფროსი
დედა: ეპიფანია
რელიგია: მართლმადიდებლობა

ფლავიუს ჰერაკლე ავგუსტუსი (ბერძნ. Φλάβιος Ἡράκλειος, ლათ: Flavius Heraclius Augustus, ქართ: ჰერაკლე, ხშირად ჰერაკლე კეისარი; დ. 575 — გ. 11 თებერვალი, 641) იყო ბიზანტიის იმპერატორი, რომელიც მართავდა აღმოსავლეთ რომის იმპერიას.

ტახტზე 610 წელს ავიდა. მას დიდი წვილილი მიუძღვის იმპერიის ძლიერების განმტკიცებაში. ჰერაკლე კეისარმა, რომეების იმპერია, როგორც ბიზანტიელები უწოდებდნენ თავიანთ ქვეყანას, ბერძნულ სახელმწიფოდ შეცვალა. ამ პერიოდიდან იმპერატორები ბერძნული ტერმინით, ბასილევსებად იწოდებიან. თანდათან ლათინურის ნაცვლად მკვიდრდებოდა ბერძნული ენა.
614 წელს გაძლიერებულმა ირანელებმა იერუსალიმი აიღეს და სასტიკად დაარბიეს. შაჰმა გაიტაცა ჯვარი, რომელზედაც მაცხოვარი ევნო. ჰერაკლე კეისარმა, რომელსაც დაბეჩავებული იმპერია ერგო სამმართველოდ, დახმარებისთვის ეკლესიას მიმართა. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ეკლესიიდან საგანძური გამოიტანა და გადასცა ჰერაკლეს. თან დიდი თანადგომა გამოუცხადა ირანელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჰერაკლემ ეკლესიისგან მიღებული განძით შეკრიბა ჯარი და ირანელების წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდა. მას მოკავშირედ ჰყავდა ხაზარები და აღმოსავლეთის ქრისტიანული ხალხები.
ჰერაკლემ ხაზარებთან ერთად 627 წელს ალყა შემოარტყა თბილისს, სადაც გამაგრებული იყო ირანული გარნიზონი. თბილისის მოსახლეობა თავს გმირულად იცავდა და ჰერაკლემ ვერ შეძლო ქალაქის აღება. 627 წელს 12 დეკემბერს ქალაქ ნინევიის ნანგრევებთან ირანელებზე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. ეს ბრძოლა ცნობილია ნინევიის ბრძოლის სახელით.
ჰერაკლეს სახელთანაა დაკავშირებული ზარათუშტრას დაბადების ადგილზე მარადიული ცეცხლის ჩაქრობა.
ჰერაკლემ ირანიდან ჩამოიტანა იქ გატაცებული ჯვარი და 629 წელს დიდი ზარზეიმით თვითონ ჩაასვენა იერუსალიმში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი:
ფოკა
ბიზანტიის იმპერატორი
610 - 641
შემდეგი:
კონსტანტინე III