ბერბერები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერბერები
Lehnert Landrock - Ouled Naïl Tunisie 1905.jpg
ახალგაზრდა ბერბერი ქალი ტრადიციულ სამოსში, 1910 წ.
საერთო მოსახლეობა

23 053 000 [1][2][3][4][5][6]

რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
მაროკოს დროშა მაროკო
ალჟირის დროშა ალჟირი
ტუნისის დროშა ტუნისი
მავრიტანიის დროშა მავრიტანია
მალის დროშა მალი
ეგვიპტის დროშა ეგვიპტე
კანარის კუნძულების დროშა კანარის კუნძულები
მალის დროშა მალი
ნიგერის დროშა ნიგერი
ენები
ბერბერული, არაბული, ფრანგული, ესპანური
რელიგიები

ბერბერები (ბერბერ. ⵉⵎⴰⵣⵉⵖⴻⵏ Imazighen) — მკვიდრი ეთნიკური ჯგუფი ჩრდილოეთ აფრიკაში, ნილოსის ხეობის დასავლეთით. ისინი უწყვეტად სახლობენ ატლანტის ოკეანის სანაპიროდან ეგვიპტეში მდებარე სივას ოაზისამდე, ხმელთაშუა ზღვიდან მდინარე ნიგერამდე. ისტორიულად, ისინი ბერბერულ ენაზე ან მის სახესხვაობებზე ლაპარაკობდნენ, რომელიც აფრაზიული ენების ოჯახის ერთ-ერთი განშტოებაა. დღეისათვის, ბერბერების დიდი ნაწილი ბერბერულთან ერთად არაბულ ენაზე საუბრობს. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად მაროკოში, ტუნისსა და ალჟირში ბერბერები განათლებას ფრანგულ ენაზე იღებენ. მაროკოსა და მის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ საჰარაში მცხოვრებთა გარკვეუულმა ნაწილმა ასევე იცის ესპანური, ლიბიაში კი იტალიური. ევროპული ენების ასეთი მდგომარეობა ბერბერული სამყაროს ევროპული ოკუპაციისა და კოლონიზაციის შედეგია. ამჟამად, ბერბერულზე მოლაპარაკე ხალხის უდიდესი ნაწილი მაროკოსა და ალჟირში სახლობს, მცირე ნაწილი კი მიმოფანტულია ტუნისში, ლიბიაში, მავრიტანიაში, მალისა და ნიგერში, ასევე ევროპაში არსებულ დიასპორებში.[7][8]

ბერბერებს შორის არაბული ენისა და მისი დიალექტების გავრცელება საუკუნეების წინ რეგიონში ისლამის გავრცელებისა და სხვადასხვა არაბული ტომების იმიგრაციის შედეგია. ბერბერული იდენტობა როგორც წესი, უფრო ფართოა ვიდრე ენა და ეთნიკურობა; იგი მთლიანი ჩრდილოეთ აფრიკის ისტორიასა და გეოგრაფიას გასდევს. ბერბერები არ არიან ერთგვაროვანი ეთნიკური ჯგუფი და ის მოიცავს ფენოტიპების მთელ რიგს, კულტურასა და წარმომავლობას. მთავარი გამაერთიანებელი ძალაა ბერბერული ენა, ბერბერული მიწა და ბერბერულ მემკვიდრეობასა და ისტორიასთან იდენტიფიცირება.

ბევრი ბერბერი საკუთარ თავს imazighen-ს უწოდებს, რაც შესაძლოა „თავისუფალ ხალხს“ ან „თავისუფალ და დიდსულოვან კაცს“ ნიშნავდეს.

ძველ, სახელგანთქმულ ბერბერებს შორის არიან ნუმიდიის მეფე მასინისა, მეფე იუგურტა, ბერბერ-რომაელი მწერალი აპულეიუსი, ნეტარი ავგუსტინე და ბერბერ-რომაელი გენერალი ლუსიუს კვიეტუსი, რომელმაც 115–117 წლებში ებრაელთა ამბოხებების მთავარი ტალღები ჩაახშო. შუა საუკუნეების ცნობილ ბერბერებს შორის არიან ბერბერების ალმორავიდული იმპერიის მეფე იუსუფ იბნ ტაშფინი, ტარიქ იბნ ზიადი — გენერალი, რომელმაც ესპანეთი დაიპყრო, მკვლევარი იბნ ბატუტა, ამერიკის ადრეული მკვლევარი ესტანვანსიო და ა. შ. თანამედროვე ცნობილ ბერბერთაგან შეიძლება დასახელდეს ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი — საფრანგეთში დაბადებული, ალჟირელი კაბილების შთამომავალი, ლორინიშვედეთში დაბადებული, ევროვიზიის 2012 წლის კონკურსის გამარჯვებული მომღერალი, ფეხბურთელი იბრაჰიმ აფელაი — გერმანიაში დაბადებული, მაროკოელი რიფიანების შთამომავალი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]