ორმოცი სებასტიელი მოწამე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ორმოცი სებასტიელი მოწამე (ძვ. ბერძ. Ἃγιοι Τεσσεράκοντα) — მეომარი წმინდანები, რომლებიც მოწამეობრივად აღესრულენ სებასტიაში, რომის პროვინცია მცირე არმენიაში (დღევანდელი თურქეთი), 320 წელს, იმპერატორ ლიცინიუსის დროს. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდანთა ხსენებას აღნიშნავს 9 მარტს იულიუსის კალენდრით (22 მარტს ახალი სტილით).

პირველი ცნობები ორმოცი მოწამის შესახებ დაცული აქვს ბასილი დიდს თავის ჰომილიაში, რომელიც განკუთვნილია მათი ხსენების დღისთვის.[1]

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეომრები წარმოშობით კაპადოკიიდან იყვნენ (დღევ. თურქეთი) და მსახურობდნენ რომაულ ლეგიონში, რომელიც ქალაქ სებასტიაში იდგა (Legio XII Fulminata). სარდალმა აგრიკოლამ მათ მოსთხოვა, რომ წარმართული ღმერთებისთვის შეეწირათ მსხვერპლი. მათი უარის შემდეგ რომაელებმა ისინი გააშიშვლეს და გაყინულ ტბაში ჩააყენეს. იქვე დადგეს თბილი აბაზანა, რათა ქრისტეს უარმყოფელთ მასში გათბობა შესძლებოდა. დილიას ერთი მეომარი გაიქცა აბანოსკენ, მაგრამ მაშინვე მოკვდა. ერთ-ერთმა რომაელმა, სახელად აგლაოსმა, როდესაც დაინახა ქრისტიანთა სულიერი შემართება, თვითონაც გაიძრო სამოსელი და ტბაში მდგართ შეუერთდა. გადმოცემით, რომაელმა სამხედროებმა, როდესაც დარმუნდნენ, რომ მოწამეები არ იყინებოდნენ, მათ წვივები გადაუმტრვრიეს და დაწვეს.

მოწამეთა სახელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კირიონი, კანდიდე, დომნე, ისიხიოსი, ირაკლი, სმარაგდე, ევნოიკე, ვალენტი, ვივიანე, კლავდიოსი, პრისკე, თეოდულე, ევტიქი, იოანე, ქსანთიოსი, ილიანე, სისინიოსი, ანგია, აეტი, ფლაბიოსი, აკაკი, ევდოკიოსი, ლისიმაქე, ალექსანდრე, ილია, გორგინიოსი, თეოფილე, დომეტიანე, გაიოზი, ლეონტი, ათანასე, კირილე, საკრდონიოსი, ნიკოლოზი, ვალერიუსი, ფილოქტიმონე, სევერიანე, ქუდიონი, მელიტონი და აგლაიოსი.[2]

ტროპარი და კონდაკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტროპარი: წყლულებანი იგი, უფალო, წმიდათა შენთანი, რომელნი შენთჳს თავს ისხნეს, მიიხუენ აწ მეოხებად ჩუენთჳს, და ყოველნივე სენნი ჩუენნი განკურნე, კაცთმოყუარე, გევედრებით.

კონდაკი: ყოველივე მხედრობა ქუეყანისა დაუტევეთ, და ზეცათა მეუფესა შეუვრდით, ღვაწლით შემოსილნო უფლისანო ორმეოცნო, ცეცხლი და წყალი განვლეთ თქუენ სანატრელნო, და ღირსად მოიგეთ დიდება იგი ზეცათა და სიმრავლეჲ გვირგვინთა.

მოწამეთა სახელობის ტაძრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • VIII საუკუნეში თბილისში, მეტეხის ხიდთან არსებობდა ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ტაძარი, სადაც 786 წლის 6 იანვარს, არაბებმა გაქრისტიანების გამო თავი მოკვეთეს არაბ ჭაბუკს — აბოს, რომელიც საქართველოს ეკლესიამ წმიდანად შერაცხა.[3]
  • თბილისში 2002 წელს დაიწყო წმიდა ორმოც წამებულ სებასტიანელთა სახელობის ტაძრის მშენებლობა, რომელიც მდებარეობს მეტეხის ხიდთან ახლოს, აბანოთუბნის შესახვევში, კუთხეში, სამღებროსა და ბოტანიკური ბაღის ქუჩების გადაკვეთასთან. 2009 წელს, გიორგობა დღეს (ძვ. სტ. 10 ნოემბერს), კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ეკლესია მონასტრად აკურთხა.[4]

ქვემო ქართლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღოუბნის „ორმოცნი“ მდებარეობს, ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. ღოუბნიდან 3 კმ-ის მანძილზე, ტყეში. ტაძარი XVI–XVII საუკუნეებს მიეკუთვნება.[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი I, თბილისი, 2001

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Homilies xix in P.G., XXXI, 507 sqq.
  2. Menaion of the Orthodox Church, VII: March, Liberty TN: St. John of Kronstadt Press, 1996, p. 57, ISBN 0-912927-70-4. Vespers Aposticha, Doxastichon.
  3. იოანე საბანისძე, „წამებაჲ წმიდისა მოწამისა ჰაბოჲსი“
  4. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ორმოც სებასტიანელი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს[მკვდარი ბმული]
  5. ღოუბნის „ორმოცნი“ / dzeglebi.ge[მკვდარი ბმული]


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.