ეპირი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ეპიროსი.
ოლქი
ეპირი
Ήπειρος
Periferia Ipirou.png
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
ფართობი 9,203 კმ²
მოსახლეობა 336,856 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 37 კაცი/კმ²
ოფიციალური საიტი www.php.gov.gr/

ეპირი (ძვ. ბერძნ. Ἤπειρος, ბერძნ. Ήπειρος) — ისტორიულ-გეოგრაფიული ოლქი საბერძნეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში. აკრავს იონიის ზღვა. ფართობი 9203 კმ², მოსახლეობა 358 698 კაცი (2005 წ.). წარმოადგენს ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთ პერიფერიას, გეოგრაფიულ ერთეულსა და რაიონს.

მოიცავს არტის, პრევეზის, თესპროტიისა და იანინის ნომებს. მთავარი ქალაქია იანინა. ეპირის ზედაპირი მთიანია (მაქსიმალური სიმაღლე 2637 მ, მთა ზმოლიკასი). სამხრეთ სანაპიროზე ამბრაკიის ვაკეა. ჰავა და მცენარეულობა ხმელთაშუა ზღვის ტიპისაა.

ძველი ბერძნები ეპირს საერთოდ კონტინენტს უწოდებდნენ, თანდათანობით ამ სიტყვამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა და საბოლოოდ ჩრდილოეთ საბერძნეთის დასავლეთ ოლქს ეწოდა, ეპირი ძველთაგანვე ბერძნული წარმოშობის ტომებით ყოფილა დასახლებული, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩრდილოეთ ტომების შემოსევების შედეგად ისინი სამხრეთით გადასახლებულან, აქ კი ილირიელების მონათესავე ტომები დამკვიდრებულან. ისტორიულ ხანაში ეპირში სახლობდნენ ქაონები, თესპროტები, მოლოსები. ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში ეპირის ტერიტორიაზე კოლონიებს აარსებს კორინთი.

ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში მოლოსების მეფე პიროსმა ეპირში ძლიერი პოლიტიკური გაერთიანება შექმნა. ძველი წელთაღრიცხვის 198 წ. ეპირი მაკედონიის შემადგენლობაში შევიდა, ძვ. წ. 146 რომმა დაიპყრო. ავგუსტუსმა აქციუმთან გამარჯვების აღსანიშნავად ეპირში ქალაქი ნიკოპოლისი დააარსა.

დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ეპირი ბიზანტიას ეკუთვნოდა, XV საუკუნეში კი ოსმალებმა დაიპყრეს. კონსტანტინოპოლის ხელშეკრულებით 1881 ეპირის ნაწილი — არტის ნომისაბერძნეთს შეუერთდა. ბალკანეთის ომების (1912-1913 წწ.) შემდეგ მთელი ეპირი საბერძნეთის შემადგენლობაში შევიდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ეპირი&oldid=2607840“-დან