მუავია I
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მუავია I | |
| არაბეთის ხალიფა | |
| მმართ. დასაწყისი: | 661 |
|---|---|
| მმართ. დასასრული: | 6 მაისი, 680 |
| წინამორბედი: | ჰასან იბნ ალი |
| მემკვიდრე: | იაზიდ I |
| დაბ. თარიღი: | 603 |
| დაბ. ადგილი: | მექა |
| გარდ. თარიღი: | 6 მაისი 680 |
| გარდ. ადგილი: | დამასკო |
| მეუღლე: | 1. მაიმუნა ალ-კალბიია 2. ფაჰტა 3. ნაილია ბინტ ამარა 4. კასვად ბინტ კურზი |
| შვილები: | იაზიდ I აბდურაჰმანი აბდულა უმა რაბა ჰინდი რამლია სოფია |
| დინასტია: | ომაიანები |
| მამა: | აბუ სუფიან იბნ ჰარბი |
მუავია იბნ აბუ სუფიანი (არაბ. معاوية بن أبي سفيان, 603 მექა — 6 მაისი 680, დამასკო) — ომაიანების დინასტიის დამაარსებელი და არაბეთის სახალიფოს პირველი ხალიფა. სახალიფოს მართავდა 661-680 წწ. სახალიფოს დედაქალაქი გადაიტანა დამასკოში. აბუ სუფიან იბნ ჰარბის შვილი. დაიბადა ჰიჯრის დაწყებამდე 20 წლით ადრე. ეკუთვნოდა კურაიშთა ტომის გვაროვნულ არისტოკრატიას. მუავიამ სახალიფოს დედაქალაქი დამასკში გადაიტანა და ხალიფას არჩევითი ხელისუფლება მემკვიდრეობითი გახადა. აწარმოებდა დამპყრობლურ ომებს ჩრდილოეთ აფრიკაში, ირანსა და შუა აზიაში. ორჯერ უშედეგოდ სცადა კონსტანტინოპოლის აღება.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჯაფარიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 188, თბ., 1984 წელი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
||||||||||||||