15 აგვისტო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | აგვისტო | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | 31 | ||
| 2012 | ||||||
15 აგვისტო არის გრიგორიანული კალენდრის 227-ე დღე (ნაკიან წლებში – 228-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 138 დღე.
სექციების სია |
[რედაქტირება] დღის მოვლენები
- 1057 : შოტლანდიის მეფე მაკბეტი მოკლულ იქნა ლუმპანანის ბრძოლაში მეფე მალკოლმ III მეომრების მიერ.
- 1185 : ქვაში ნაკვეთი ქალაქი ვარძია აკურთხა თამარ მეფემ.
- 1248 : კიოლნის საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაიწყო.
- 1261 : ლათინთა იმპერიის დამარცხების შემდეგ მიხეილ VIII პალეოლოგი შედის კონსტანტინოპოლში, რითაც აღდგა ბიზანტიის იმპერია.
- 1517 : ქალაქი პანამა დაარსდა, პანამაში.
- 1534 : იგნასიო ლოიოლამ და ფრანსის ხავიერმა სხვა სტუდენტებთან ერთად პარიზში დააარსეს იეზუიტთა ორდენი.
- 1537 : პარაგვაიში დაარსდა ქალაქი ასუნსიონი.
- 1620 : ხომალდი ”მეიფლაუერი” (Mayflower) საუზჰემპტონიდან, ინგლისი, ამერიკისკენ იღებს გეზს.
- 1824 : განთავისუფლებულმა ამერიკელმა მონებმა დააარსეს ლიბერია.
- 1843 : ტივოლის ბაღები, უძველესი დღემდე ხელშეუხები გასართობი პარკი მსოფლიოში, გაიხსნა კოპენჰაგენში, დანია.
- 1863 : საცუმას ომი იწყება საცუმას კლანსა და ბრიტანეთის ძალებს შორის.
- 1914 : პანამის არხი გაიხსნა ნაოსნობისთვის.
- 1945 : კორეის განთავისუფლების დღე.
- 1947 : ინდოეთი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას აღწევს და თანამეგობრობა ხდება. ჯავაჰარლალ ნერუ მიმართავს ერს ინდოეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციით და ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრი ხდება.
- 1947 : პაკისტანის დამფუძნეველი, ქუაიდ-ი-აზმ მუჰამედ ალი ჯინა კარაჩიში პაკისტანის პირველ გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა.
- 1948 : კორეის რესპუბლიკა დაარსდა 38-ე პარალელის სამხრეთით.
- 1960 : კონგოს რესპუბლიკა საფრანგეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
- 1961 : ბერლინის კედლის მშენებლობა იწყება.
- 1965 : სტადიონის როკის დაბადება - ბითლების კონცერტი ჩატარდა შის სტადიონზე ნიუ-იორკში 60.000 მაყურებლის წინაშე.
- 1975 : სამხედრო გადატრიალება ბანგლადეშში. შეიხი მუჯიბურ რეჰმანი ოჯახის წევრებთან ერთად მოკლულ იქნა.
- 2007 : 8.0 მაგნიტუდის მიწისძვრამ პერუს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.
[რედაქტირება] ამ დღეს დაბადებულნი
- 1001 : დუნკან I - შოტლანდიის მეფე
- 1171 : ალფონსო IX - ლეონის მეფე
- 1769 : ბონაპარტი, ნაპოლეონ - საფრანგეთის იმპერატორი
- 1872 : სრი აურობინდო - ინდოელი მწერალი, გურუ, ფილოსოფოსი და ნაციონალისტი
- 1892 : ბროილი, ლუი დე - ფრანგი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურიატი
- 1896 : კორი, გერტი - ავსტრიელი ბიოქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურიატი
- 1906 : ბადრიშვილი, გიორგი - ქართველი აგრონომ-მემცენარე.
- 1958 : ვიქტორ შენდეროვიჩი - რუსი ებრაელი მწერალი სატირიკოსი და პუბლიცისტი.
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
- 423 : ფლავიუს ჰონორიუსი - რომის იმპერატორი
- 778 : როლანდი - ფრანგი მეთაური
- 1038 : სტეფანე I - უნგრეთის მეფე
- 1040 : დუნკან I - შოტლანდიის მეფე
- 1057 : მაკბეტ I - შოტლანდიის მეფე
- 1118 : ალექსიუს I კომინუსი - ბიზანტიის იმპერატორი
- 1279 : ალბრეხტ I (ბრაუნშვაიგი) - ბრაუნშვაიგისა და ლუქსემბურგის ჰერცოგი.
- 1942 : კელენჯერიძე, მელიტონ – ქართველი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ფოლკლორისტი. (დ.1864)
- 1945 : ანამი კორეტიკა - იაპონელი გენერალი.
- 1949 : ანდრიაძე, ნიკოლოზ - ქართველი ინფექციონისტი
- 1949 : ჰაზენკლევერი, ვალტერ - გერმანელი პოეტი, დრამატურგი
- 1990 : ცოი, ვიქტორ - როკ მომღერალი
- 1992 : ბაკურია, მურთაზ - ქართველი ფილოსოფოსი.
[რედაქტირება] დღესასწაულები
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
-
- მთავარდიაკონი სტეფანეს ნაწილთა აღმოყვანება და პოვნა ნაწილთა მართალთა ნიკოდიმოსისა, გამალიელისა და ძისა მისისა აბიბოსისა
- სტეფანე - რომის პაპი და სხვანი მის თანა
- ბასილი მოსკოველი
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
სხვა თვეები:
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |
სტატიის