კონსტანტინე III (ბიზანტია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსტანტინე III
Flavius Heraclius Constantinus

ჰერაკლე და მისი შვილები კონსტანტინე III და ჰერაკლონასი.
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 11 თებერვალი, 641
მმართ. დასასრული: 24 მაისი, 641
წინამორბედი: ჰერაკლე
მემკვიდრე: კონსტანტი II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 3 მაისი, 612
გარდ. თარიღი: 24 მაისი 641
შვილები: კონსტანტი II
თეოდოსია
Manyanh
დინასტია: ჰერაკლეს დინასტია
მამა: ჰერაკლე
დედა: ევდოკია
რელიგია: მართლმადიდებლობა

ფლავიუს ჰერაკლე კონსტანტინე (ბერძ. Κωνσταντίνος Γ' Ηράκλειος, ლათ. Flavius Heraclius Constantinus; დ. 3 მაისი, 612 — გ. 24 მაისი, 641) — ბიზანტიის იმპერატორი, რომელიც მართავდა აღმოსავლეთ რომის იმპერიას. ჰერაკლეს შვილი, მისი პირველი ქორწინებიდან და აქედან გამომდინარე მამის კანონიერი მემკვიდრე.

612 წელს, კონსტანტინეს დაბადებიდან მალევე, დედამისი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ჰერაკლე დაქორწინდა მარტინაზე და შეეძინა ჰერაკლონასი. მარტინას უნდოდა მთელი ძალაუფლება გადაეცა შვილისათვის და ხელისუფლებიდან ჩამოეშორებინა კანონიერი მემკვიდრე.

ჰერაკლეს გარდაცვალებისთანავე მარტინა იძულებული შეიქმნა გაქცეულიყო. კონსტანტინე III-ის ავადმყოფობამ თავი იჩინა და დაიღუპა 641 წლის 24 მაისს. ხელისუფლება გადაეცა მის მცირეწლოვან შვილს კონსტანტი II-ს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ჰერაკლე
ბიზანტიის იმპერატორი
641
შემდეგი:
კონსტანტი II