ალმოჰადები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალმოჰადების იმპერია 1200 წლისათვის.
მაროკოს ისტორია
მაროკოს დროშა
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
ძველი ისტორია
ატერიის კულტურა
იბერო-მავრიტანული კულტურა
თასების კულტურა
ძველი ლიბიელები
კართაგენი
მავრეტანია
შუა საუკუნეები
არაბთა სახალიფო
იდრისიდები
ფატიმიდები
ალმორავიდები
ალმოჰადები
მარინიდები
ვატასიდები
საადიტები
ახალი და უახლესი ისტორია
ალაუიტები
საფრანგეთის მაროკო
ესპანეთის მაროკო
დიდი მაროკო
მუჰამედ V
ჰასან II
მუჰამედ VI

მაროკოს დროშა მაროკოს პორტალი
  •  •  

ალმოჰადებიბერბერულ-ისლამური სექტის მიმდევრების, მავრულ-ესპანური დინასტიისა და ფეოდალური სახელმწიფოს სახელწოდება. სახელმწიფო არსებობდა 1121-1269 წლებში. ალმოჰადების რელიგიურ-პოლიტიკური მოძრაობისა და დინასტიის ფუძემდებელი ღვთისმეტყველი მუჰამად იბნ თუმართი გამოდიოდა ალმორავიდების რელიგიური დოგმის წინააღმდეგ. მოითხოვდა ისლამის გაწმენდას ყოველგვარი „სიახლისაგან,“ უარყოფდა წმინდანების, მათი საფლავებისა და წმინდა ადგილების კულტს და „კერპთაყვანისმცემლობისა“ და „მრავალღმერთიანობის“ სამაგიეროდ „ერთღმერთიანობას“ ქადაგებდა. მან თავი მესიად გამოაცხადა და საფუძველი ჩაუყარა ალმოჰადების თეოკრატიულ სახელმწიფოს., სადაც ჭეშმარიტ მუსლიმანებად მხოლოდ „ერთღმერთიანები“ მიაჩნდათ, ხოლო დანარჩენი ყველა „ურჯულოდ“.

ალმოჰადები განსაკუთრებით გაძლიერდნენ იბნ თუმართის მოწაფისა და მიმდევრის ხალიფა აბდ ალ-მუმინის მმართველობის დროს (1130-1163 წწ.), რომელმაც 1147 წელს საბოლოოდ დაამარცხა და გაანადგურა ალმორავიდები, მათე დედაქალაქი მარაქეში (მაროკო) თავის სატახტო ქალაქად აქცია და თავისი ბატონობა განავრცო მათ სახელმწიფოზე. აბდ ალ-მუმინის მემკვიდრეები ესპანელ ქრისტიანებსაც ებრძოდნენ. 1195 წელს მათ დიდი გამარჯვება მოიპოვეს ალარკოსის ბრძოლაში, მაგრამ რეკონკისტის დიდი ხნით შეჩერება ვერ შეძლეს.

ალმოჰადების პოლიტიკა რეაქციულობითა და რელიგიური შეუწყნარებლობით გამოირჩეოდა და დიდ უკმაყოფილებას იწვევდა აფრიკასა და ესპანეთში. 1212 წელს ლას-ნავას-დე-ტოლოსის ბრძოლაში კასტილიის, არაგონის და ნავარის გაერთიანებულმა ჯარებმა სასტიკად დაამარცხეს ალმოჰადები. ამის შემდეგ ალმოჰადების სახელმწიფო თანდათან დაიშალა. 1228 წელს მას გამოეყო ტუნისი, 1235 წელს - თლემსენი, 1248 წლისთვის ესპანელმა ქრისტიანებმა ხელში ჩაიგდეს მუსლიმთა ყველა მიწა, გარდა გრანადისა. 1269 წელს მარინიდების დინასტიის ამირებმა მარაქეში დაიპყრეს და ამრიგად ბოლო მოუღეს ალმოჰადებს.

ალმოჰადების ხალიფები[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]