ნიკიტა ქონიატე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკიტა ქონიატე

ნიკიტა ქონიატე (ბერძ. Νικήτας Χωνιάτης), ზოგჯერ არასწორად იწოდება აკომინატედ (დ. 1155, ქონი, ბიზანტია — გ. 1213, ნიკეა) — ბიზანტიელი ისტორიკოსი, მწერალი. ეკავა მაღალი ადმინისტრაციული თანამდებობები. 1204 წელს, ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ, გაიქცა ნიკეაში.

მისი «ქრონიკა» დაწვრილებით აღწერს ბიზანტიის და მეზობელი ხალხების ისტორიას 1118 წლიდან 1206 წლამდე და არის შუა საუკუნეების პროზის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში. მასში არის მცდელობა ისტორიულ მოვლენათა ფსიქოლოგიური მოტივაციის გადმოცემისა, ხოლო სახეები რთული და წინააღმდეგობრივია. «ქრონიკა» აღნიშნული პერიოდის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი წყაროა, თან საკმაოდ სანდო, რადგან ავტორი ან თავად იყო ბევრი მოვლენის უშუალო შემსწრე, ან მოვლენათა უშუალო მონაწილეებს ეყრდნობოდა. ნიკიტა ქონიატმა ასევე დატოვა რამდენიმე სიტყვა.

ნიკიტა ქონიატი ლიტერატურაში[რედაქტირება]

ნიკიტა ქონიატი იტალიელი მწერლის, უმბერტო ეკოს რომანის, ბაუდოლინოს ერთ-ერთი პერსონაჟია.

გამოცემები და თარგმანები[რედაქტირება]

  • Imperii Graeci Historia, ed. Hieronymus Wolf, 1557, in Greek with parallel Latin translation. (PDF of 1593 reprint)
  • Nicetæ Choniatæ Historia, ed. J.P. Migne (Patrologia Graeca vol. 140) reproduces Wolf's text (in more modern type) and translation (in standardized spelling). (PDF)
  • Nicetae Choniatae Historia, ed. Immanuel Bekker, Bonn (CSHB), 1835, with Wolf's translation at the bottom of the page. (PDF)
  • Nicetae Choniatae Historia, ed. Jan Louis van Dieten, Berlin (CFHB #11), 1975 (ISBN 3110045281).
  • O City of Byzantium: Annals of Niketas Choniates, trans. Harry J. Magoulias, 1984 (ISBN 0814317642).