იუანის დინასტია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩინეთის ისტორია
ჩინეთის ისტორია
ძველი
3 მონარქი და 5 იმპერატორი
სიას დინასტია ძვ. წ. 2100–1600
შანის დინასტია ძვ. წ.1600–1046
ჯოუს დინასტია ძვ. წ.1045–256
 დასავლეთი ჯოუ
 აღმოსავლეთი ჯოუ
   გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი
   მებრძოლი სამთავროების პერიოდი
იმპერიები
ცინი ძვ. წ. 221 –206
ხანის დინასტია ძვ. წ. 206 – ახ. წ. 220
  დასავლეთის ხანი
  სინის დინასტია
  აღმოსავლეთის ხანი
სამმეფობა 220–280
  ვეი, შუ და
ძინის დინასტია 265–420
  დასავლეთი ძინი 16 სამეფო
304–439
  აღმოსავლეთი ძინი
სამხრეთისა და ჩრდილოეთის
დინასტიები

420–589
სუის დინასტია 581–618
ტანის დინასტია 618–907
  (მეორე ჯოუ 690–705)
5 მონარქია და
10 სამეფო

907–960
ლიაო
907–1125
სუნის დინასტია
960–1279
  ჩრდილოეთი სუნი დ. სია
  სამხრეთი სუნი ძინი
იუანის დინასტია 1271–1368
მინის დინასტია 1368–1644
ცინის დინასტია 1644–1911
თანამედროვე ერა
ჩინეთის რესპუბლიკა 1912–1949
ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკა

1949–დღემდე
ჩინეთის რესპ.
(ტაივანი)

1949–დღემდე

იუანის დინასტია — მონღოლთა დინასტია, რომელიც მართავდა დღევანდელი ჩინეთის ტერიტორიის დიდ ნაწილს.

დინასტიას სათავე დაედო XIII საუკუნეში, ჩინეთის საბოლოო დაპყრობის შემდეგ. მონღოლები ჩინეთს პირველად 1211 წელს დაესხნენ ჩინგიზ-ყაენის (1206-1227 წწ.) მეთაურობით. მათ დაანგრიეს ჩინეთის დიდი კედელი და დაიწყეს ქვეყნის დაპყრობა. მათი მეორე ლაშქრობა 1215 წელს განხორციელდა. ამჯერად მათ აიღეს ქვეყნის დედაქალაქი ხანიბალიქი (პეკინი) და ბოლო მოუღეს ძინის დინასტიას. 1227 წელს მონღოლები მთელს ჩრდილოეთ ჩინეთს განაგებდნენ მაგრამ ქვეყნის სამხრეთი ნაწილი კვლავაც დამოუკიდებელი რჩებოდა. 1260 წელს ჩინგიზი-ყაენის შვილიშვილმა, ყუბილაი-ხანმა ქვეყნის დედაქალაქი ყარაყორუმიდან პეკინში გადაიტანა. მან ქალაქში მონღოლი მმართველები დასვა რათა აბრეშუმის დიდი გზა გაეკონტროლებინათ. 1279 წლისთვის მან დაიპყრო სამხრეთ ჩინეთი და ბოლო მოუღო სუნის დინასტიას. ყუბილაი-ხანი ჩინეთის დიდი ყაენი გახდა და სათავე დაუდო იუანის დინასტიას. 1295 წელს ყუბილაი-ყაენი გარდაიცვალა და მისმა შთამომავლებმა ტახტი 1368 წლამდე შეინარჩუნეს. 1280-1368 წლები, ჩინეთის ისტორიაში, იუანის დინასტიის მმართველობის პერიოდია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]