ნიკომედია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკომედიაში აღმოჩენილი სამკაული

ნიკომედიაბითინიის დედაქალაქი უძველეს ხანაში, მდებარეობდა მარმარილოს ზღვის აღმოსავლთ სანაპიროზე (ახლანდელი იზმითის ადგილას, თურქეთში). დააარსა ნიკომედე I-მა ძვ. წ. 264 წელს. მას შემდეგ, რაც ბითინია რომის პროვინციად გამოცხადდა (ძვ. წ. 64 წ.), ნიკომედია გახდა პროვინციის მთავარი ქალაქი. ახ. წ. IV საუკუნეში იგი იყო რომის იმპერატორთა - დიოკლეტიანესა და კონსტანტინე I დიდის რეზიდენცია. უძველესი ხანიდან ნიკომედიას უდიდესი კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა, მას „ბითინიის ათენს“ უწოდებდნენ. ანტიკურ და ბიზანტიურ ხანაში იყო ვაჭრობისა და ხელოსნობის მნიშვნელოვანი ცენტრი. 1331 წელს დაიპყრეს ოსმალებმა.

ნიკომედიაში დაბადებულები[რედაქტირება]

ნიკომედიაში გარდაცვლილები[რედაქტირება]

ნიკომედიელი ეპისკოპოსები[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]