გრიგოლ ნაზიანზელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წმინდა გრიგოლ ნაზიანზელი „უფროსი“ – ცნობილი გრიგოლი ღვთისმეტყველის მამა, წმინდანი. ხსენების დღე არის ძველი სტილით 1 იანვარი, ახალი სტილით - 14 იანვარი. იგი დიდგვაროვან, განათლებულ, მაგრამ წარმართულ ოჯახში აღიზარდა. თითქმის 45 წლისა იყო, როდესაც მეუღლის, კეთილმსახური ნონას (ხს. 18 აგვისტოს) სურვილით კათაკმეველად გამოაცხადა თავი, შემდეგ მოინათლა და ბოლოს, ნაზიანზის ეპისკოპოსიც კი გახდა.

გრიგოლ ღვთისმეტყველი დიდი სიყვარულით და მოწიწების გრძნობით იგონებდა მამას: „მამაჩემი იყო მშვენიერი და ფრიად კეთილი მოხუცი, უბრალო ზნის, ცხოვრებაში სამაგალითო, ჭეშმარიტი პატრიარქი, მეორე აბრაამი. თავდაპირველად ცდომილებაში ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ ქრისტეს მეგობარი შეიქმნა, ბოლოს, მწყემსი და მწყემსმთავარიც.”

წმინდა გრიგოლ ნაზიანზელი სულიერი მამაც იყო თავისი შვილისა: 358 წელს თავად მონათლა იგი და სამი წლის შემდეგ ხუცესადაც დაასხა ხელი. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი მხარში ედგა ხანდაზმულ მშობლებს, მამის გარდაცვალების (374) შემდგომ კი ერთხანს ნაზიანზის მრევლსაც განაგებდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ. გვ. 11