ლეონ I (ბიზანტია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეონ I თრაკიელი
Flavius Valerius Leo
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი
კორონაცია: 7 თებერვალი 457
მმართ. დასაწყისი: 457
მმართ. დასასრული: 474
წინამორბედი: მარკიანე
მემკვიდრე: ლეონ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 401
დაბ. ადგილი: თრაკია
გარდ. თარიღი: 18 იანვარი 474 (73 წლის)
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
მეუღლე: ვერინა
შვილები: არიადნე, ლეონტია
დინასტია: ლეონიდების (თრაკიული)
რელიგია: მართლმადიდებლობა

ლეონ I თრაკიელი (ფლავიუს ვალერიუს ლეო) (დ. 401 — გ. 18 იანვარი, 474) — აღმოსავლეთ რომის იმპერატორი 457–474 წლებში. გადმოცემით ახალგაზრდობაში ყასაბი იყო. შემდეგ გახდა მეომარი და მართავდა სილიმბრიას. მარკიანეს გარდაცვალების შემდგომ მხედართმთავრებმა ასპაროსმა და არდავურუსმა აქციეს იმპერატორად, რათა ფაქტობრივად თვითონ ემართათ იმპერია. რაც არ გამართლდა. 463 წელს მათ შორის მოხდა განხეთქილება. რაც საბოლოოდ ასპაროსის სიკვდილით დასჯით დამთავრდა.

ლეონი გამოდგა უნარიანი მმართველი. თუმცა 468 წელს აფრიკული კამპანია ვანდალების წინააღმდეგ, მისი ცოლისძმის ბასილისკოსის დაუდევრობის გამო კატასტროფით დამთავრდა. დანაკარგები შეადგენდა დაახლოებით 100000 კაცს და 600 ხომალდს.

ყოველივე ამის შემდეგ, მან თავისთან უხმო ისავრიელი ფედერატების წინამძღოლს ტარასიკოდისს და მას ზენონი დაარქვა, ცოლად კი თავისი ქალიშვილი არიადნე მიათხოვა. გარდაიცვალა ლეონი 474 წელს, როგორც ამბობენ — დიზენტერიისაგან. გარდაცვალების წინ მემკვიდრედ დაასახელა თავისი შვილიშვილი ლეონ II, ზენონის ვაჟი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვ. ასათიანი, „ბიზანტიური ცივილიზაცია“, გვ. 479, თბ., 2006

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
მარკიანე
ბიზანტიის იმპერატორი
457 - 474
შემდეგი:
ლეონ II