ბალეარის კუნძულები

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბალეარის კუნძულები

ბალეარის კუნძულები (Comunidad Autonoma de Illes Balears) არის ესპანეთის ავტონომიური რეგიონი 1983 წლიდან. შედგება 4 დიდი და რამდენიმე მცირე კუნძულისაგან (ფართობი კვ.კმ): მაიორკა (3.500), მინორკა (680), იბისა (572) და ფრომენტერა (115). ტურიზმი ეკონომიკის საფუძველია. აქ ყოველწლიურად 4-5 მლნ უცხოელი სტუმრობს, ძირითადად ბრიტანელები, გერმანელები, სკანდინავიელები.



[რედაქტირება] ისტორია

უძველეს დროში კართაგენელთა კოლონია იყო, შემდეგ რომაელების, არაბების. 1229-35 – მაიორკა და იბისა არაგონმა დაიპყრო. 1287 – მინორკა დაიმორჩილა ალფონს III-მ და არაბები განდევნა. 1708 – მინორკა ინგლისელებმა დაიკავეს. 1756 – კუნძულები ფრანგებმა (ჰერცოგი რიშელიე) დაიკავეს. პორტ-მაჰონის აღების ნიშნად სპეციალურ სოუსს მაჰონეზი (შემდეგ მაიონეზი) უწოდეს. 1936-39 – მაიორკა და იბისა ფრანკისტებს ემორჩილებოდა, მინორკა – რესპუბლიკელებს.

პირადი ხელსაწყოები