ბოსფორი
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ბოსფორი}} |
ბოსფორი (ბერძ. Βόσπορος ძროხის რქა, თურქ.: Boğaziçi, სტამბოლის სრუტე) სრუტეა, რომელიც ჰყოფს თურქეთის ევროპულსა (რუმელია) და აზიურ (ანატოლია) ნაწილებს. მსოფლიოს ყველაზე ვიწრო ყელია, რომელიც საერთაშორისო ნაოსნობისთვის გამოიყენება და ის მარმარილოს ზღვას შავ ზღვასთან აერთებს, რომელიც თავის მხრივ დარდანელით ეგეოსის ზღვას უერთდება ხმელთაშუა ზღვაში. მისი სიგრძე დაახ. 30 კმ-ია, მაქსიმალური სიგანით 3.700 მეტრი ჩრდილოეთ შესართავთან, და მინიმ. სიგანით 700 მეტრი. სიღრმე მერყეობს 36-124 მეტრს შორის დინების შუაში.
სრუტის ნაპირები მჭიდროდ დასახლებულია, მასზე მდებარეობს ქალაქი სტამბოლი (11 მილიონზე მეტი მცხოვრები).
ბოსფორს ორი ხიდი ჰკვეთს. პირველი Bogazici (ბორფორი I) სიგრძით 1074 მეტრია და 1973 წელს დასრულდა. მეორე Fatih Sultan Mehmet (ბორფორი II) 1090 მეტრია და 1988 წელს დასრულდა პირველი ხიდიდან დაახ. 5 კმ-ში ჩრდილოეთით. მესამე ხიდი გეგმაშია, თუმცა მისი მომავალი ადგილმდებარეობა საიდუმლოდაა შენახული მიწის ფასების ესკალაციის ასარიდებლად.
სტატიის