იოანე I (ბიზანტია)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
იოანე I ციმისხი (დ. დაახლ. 925, იერაპოლისი – გ. 10 იანვარი, 976, კონსტანტინოპოლი) – ბიზანტიის იმპერატორი 969-976 წლებში. მცირეაზიელ (სომეხ) მსხვილ მიწათმფლობელთა – კურკუასების გვარის წარმომადგენელი. ტახტი დაიკავა სამეფო კარზე მომხდარი გადატრიალების შედეგად. მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ბულგარეთში, საიდანაც 971 წელს განდევნა კიევის მთავარი სვიატოსლავი, დაიმორჩილა ჩრდილო-აღმოსავლეთი ბულგარეთი, 972-975 წლებში დაიკავა ჩრდილოეთ მესოპოტამიისა და სირიის ქალაქები; კავშირი შეკრა გერმანიის იმპერატორთან.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 187-188, თბ., 1980 წელი.