ბიზანტიონი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბიზანტიონის მდებარეობა რუკაზე

ბიზანტიონი (იგივე ბიზანტიუმი) ( ბერძნ: Βυζάντιον, ლათ: Byzantium) — მეგარელთა, იგივე ძველბერძნული ქალაქი-კოლონია თრაკიაში, ბოსფორის სრუტის სანაპიროზე. ბიზანტიუმი არის ბერძნული დასახელების ბიზანტიონის ლათინიზერებული ვარაინტი. დაარსების თარიღად მიიჩნევა ძვ. წ. 667 წელი.

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

ბიზანტიონის ხელაყრელმა მდებარეობამ ორი კონტინენტის შესაყარზე და მთავარ საზღვაო მაგისტრალზე შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს შორის, ხელი შეუწყო მის აყვავებულ ქალაქად გადაქცევას. მისი ასეთი მდებარეობის გამო ის ხშირად ყოფილა მაშინდელი დიდი იმპერიების ქიშპობის საგანი და ბევრჯერაც დაურბევიათ. რომის იმპერიის შემადგენლობაში შესვლამ მისი როლი რამდენადმე დააკნინა, თუმცა, IV საუკუნის დასაწყისში ბიზანტიუმის მდებარეობა ხელსაყრელად მიიჩნია რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა და 330 წელს იმპერიის დედაქალაქი აქ გადმოიტანა და მის საპატივცემულოდ ქალაქსაც კონსტანტინოპოლი დაერქვა. რომის იმპერიის ორად გაყოფის შემდეგ 1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო მისი აღმოსავლეთი ნაწილის, იგივე ბიზანტიის იმპერიის სატახტო ქალაქი. ხოლო 1453 წლის შემდეგ, როდესაც იგი ოსმალებმა დაიკავეს, გახადა ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქი. ამ სტატუსით მან იარსება XX საუკუნის დასაწყისამდე. დღეს არის თურქეთის უდიდესი და ევროპის ერთერთი უდიდესი ქალაქი სტამბოლი.

[რედაქტირება] დაარსება

ძველი რომაული მონეტა ბიზასის გამოსახულებით

ბიზანტიონი დაარსებულია მეგარელების მიერ. რომლებმაც რამდენიმე წლით ადერე დაარსეს ქალკედონი. მეგარელთა ექსპედიციის წინამძღოლი იყო ბიზასი (იგივე - ბიზანტი), ნახევრად ღმერთის შვილი, რომელმაც ბოსფორის სრუტის დასაწყისში, ქალკედონის მოპირდაპირე სანაპიროზე, მოხერხებულ, გორაკებიან ადგილზე დააარსა ქალაქი ბიზანტიონი. სხვა ვერსიით ბიზასი იყო მეგარის მეფის შვილი.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] ლიტერატურა

* ა. გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, თბილისი, 1983 წ. გვ.104

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე