აფრა (არქიტექტურა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აფრები, თეატინკირხე.

აფრა, პანდატივი — კონსტრუქციული ელემენტი, სამკუთხედის ფორმის სფერული კამარა, რომელიც შესაძლებელს ხდის ოთხკუთხა ფუძიდან გუმბათოვან გადახურვაზე თანდათან გადასვლას, ავსებს ოთხკუთხა სადგომის კედლებზე ამოყვანილ თაღებს შორის კუთხეებში დარჩენილ სივრცეს.

აფრა, როგორც კონსტრუქციული და მხატვრული სისტემა, პირველად გამოიყენეს ბიზანტიელმა ხუროთმოძღვრებმა VI საუკუნეში (აია-სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში). საქართველოში ჩნდება VIII-IX საუკუნეებში (ვაჩნაძიანის ყველაწმინდა კახეთში და სხვა) და ცვლის მანამდე გავრცელებულ ტრომპებს. საბოლოოდ კი X საუკუნიდან მკვიდრდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]