ტრაპიზონის იმპერია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრაპიზონის იმპერია
Αυτοκρατορία της Τραπεζούντας

იმპერია



 
Flag of PalaeologusEmperor.svg




12041461


 
Flag of the Ottoman Empire (1453-1517).svg



Komnenos-Trebizond-Arms.svg Arms of the emperors of Trebizond (A).jpg
ტრაპიზონის კომნენოსთა დროშა ტრაპიზონის კომნენოსთა გერბი
Trebizond1400.png
ტრაპიზონის იმპერია (ყავისფერი) და მიმდებარე სახელმწიფოები 1400 წელს.
დედაქალაქი ტრაპიზონი
ენა პონტოური ბერძნული
მართველობის ფორმა ავტოკრატია
დინასტია კომნენოსები
იმპერატორი
 - 1204-1222 ალექსი I
 - 1458-1461 დავით I

ტრაპიზონის იმპერია (ბერძნ. Αυτοκρατορία της Τραπεζούντας) — სახელმწიფო ბიზანტიის იმპერიის დაშლის შემდეგ, არსებობდა 1204 წლიდან 1461 წლამდე. მდებარეობდა მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, ძველი პონტოს სამეფოს ადგილზე. დედაქალაქი ტრაპიზონი. ძირითადი მოსახლეობა ქართველები (ლაზები) და ბერძნები. მოსახლეთა უმრავლეოსობა მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო, მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა როდესაც ეს ტერიტორია ოსმალეთმა დაიპყრო. მეოცე საუკუნის დასაწყისში აქ მცხოვრებ მართმადიდებელთა უმრავლესობა საბერძნეთში გადაასახლეს.

ისტორია[რედაქტირება]

იმპერია დაარსდა 1204 წელს მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ საქართველოს სამეფო კარის (თამარ მეფე) ინიციატივითა და დახმარებით. პირველი იმპერატორი იყო ალექსი კომნენოსი. იგი კომნენოსთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლის ანდრონიკე I-ის შთამოამავალი იყო.

მანამდე აღნიშნული ტერიტორია ბიზანტიის იმპერიის შემადგენლბაში შედიოდა. თამარს გადაწყვეტილი ჰქონდა ქართული მიწების საქართველოს ფარგლებში მოქცევა; ამისათვის საბაბად გამოიყენა ბიზანტიის კეისრის, ალექსი III-ის მიერ ბიზანტიაში მოღვაწე ქართველ საეკლესიო მსსახურთა განძარცვა (1203 წ.). საგანგებოდ შეკრებილმა ქართულმა ჯარმა ერთიმეორის მიყოლებით დაიჭირა ჭანეთი, ტრაპიზონი, ლიმანი, სამსუნი, სინოპი, კერასუნტი, კოტიორა, ამასტრისი, ჰერაკლეა, პაფლაგონიისა და პონტოს სხვა ადგილები. ბიზანტიის იმპერატორმა ქართველთა წინსვლას ხელი ვეღარ შეუშალა, რადგან სწორედ იმ დროს კონსტანტინოპოლს დასავლეთიდან ჯვაროსნები შეესივნენ და აიღეს კიდეც. თამარმა ახლადჩამოყალიბებული ტრაპიზონის იმპერიის ტახტზე დასვა უფლისწულები, ძმები ალექსი და დავით კომნენოსები, წარმომავლობით ბერძნები. ისინი თამარ მეფის დის რუსუდანის შვილები[1] და საქართველოს სამეფო კარზე, ქართული ტრადიციებით აღზრდილი იყვნენ.

ტრაპიზონის იმპერია საქართველოს ქვეშევრდომი და ყმადნაფიცი გახდა. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს ცხოვრებაში, განსაკუთრებით — დასავლეთიდან ბიზანტიელთა და სამხრეთ-დასავლეთიდან რუმის თურქთა სასულთნოს შემოტევათა უკუსაგდებად. არსებობის ორნახევარი საუკუნის მანძილზე ტრაპიზონის სამეფო კარზე პირველობისთვის ერთმანეთს ებრძოდა ორი პოლიტიკური ორიენტაცია და კულტურული ტენდენცია — ქართული და ბიზანტიური. საქართველოს ძლიერების ხანაში კომნენოსთა დინასტია ქართველობას არ ღალატობდა, მაგრამ მონღოლთა შემოსევებისაგან საქართველოს დასუსტების შემდეგ ტრაპიზონელი კეისრები გუშინდელ პროტექტორს უკვე ნაკლებ ანგარიშს უწევდნენ.

1243 წელს ტრაპიზონელები რუმის თურქებსა და ბიზანტიელებს შეუკავშირდნენ მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ განადგურდნენ და მონღოლ ყაენთა (ილხანთა) მოხარკეებად გადაიქცნენ. 1282 წელს მეფე დავით VI ნარინმა აღადგინა ქართული ორიენტაციის ჰეგემონობა ტრაპიზონ-პონტოს ქვეყანაში. ქალაქებიდან გააძევა ბიზანტიელთა გარნიზონები და ქართველი მეციხოვნეები ჩააყენა. ბოლოს ქართველებმა ტრაპიზონიც აიღეს და ტახტზე საქართველოსთან დამოყვრებული დედოფალი თეოდორა დასვეს. მაგრამ დავით ნარინის სიკვდილისთანავე ქართველებმა ისევ დაკარგეს პოზიციები ტრაპიზონის იმპერიაში.

1297 წელს კი ტრაპიზონის კეისარმა ალექსი II-მ ბიზანტიის კეისარ ანდრონიკე II-ს დამოყვრებაზე უარი უთხრა და ცოლად შეირთო სამცხის მთავრის ბექა ჯაყელის ასული. ისევ გაიმარჯვა ქართულმა ორიენტაციამ ტრაპიზონში. ალექსი II-მ მესხების ჯარით თურქთა შემოტევაც უკუაგდო და ზღვიდან მოწოლილი მეკობრეებიც გაანადგურა. მაგრამ ალექსი II-ის სიკვდილის შემდეგ (1330 წ.) ისევ მომძლავრდნენ ბიზანტიელები. დაიწყო დევნა და ხოცვა ქართული დასის წარმომადგენლებისა. მაშინ დაიღუპნენ ტრაპიზონის გამოჩენილი ქართველი მოღვაწენი – დიდი დუკა ლეკი ჭანჭიძე და მთავარსარდალი (დიდი დომესტიკოსი) ჯაბა. უკანასკნელად 1341 წელს გიორგი V ბრწყინვალემ აღადგინა ქართველთა ჰეგემონობა ტრაპიზონის იმპერიაში. ასე გაგრძელდა დაახლოებით ნახევარი საუკუნე; თემურლენგის შემოსევების დასაწყისში ქართველებმა სამუდამოდ დაკარგეს პირველობა ტრაპიზონში. 1456 წელს თურქ-ოსმალები შეესივნენ და დახარკეს ტრაპიზონის სახელმწიფო. 1461 წელს სულთანმა მეჰმედ II-მ ტრაპიზონის იმპერია მთლიანად დაიპყრო და ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთ პროვინციად აქცია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ალ. გამყრელიძე, ბასიანის ომის თარიღი და ტრაპიზონის იმპერიის დაარსების ზოგიერთი საკითხი, კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966.

სქოლიო[რედაქტირება]