გელასი კესარიელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გელასი კესარიელი († 395 წ.) იყო კესარიის ეპისკოპოსი (367–373, 379–395 წწ.) და საეკლესიო მწერალი.


373–379 წლებში, როგორც ნიკეის კრების მტკიცე მიმდევარს, არიანელებმა იძულებით დატოვებინეს საპისკოპოსო კათედრა.

მონაწილეობდა კონსტანტინოპოლის პირველ საეკლესიო კრებაზე 381 წელს.

გელასის არც ერთი შრომა ჩვენამდე არ შემორჩენილა, მაგრამ ზოგი წყარო იმოწმებს მის ნაშრომებს, საიდანაც ჩანს, რომ მას დაუწერია ევსები კესარიელის ეკლესიის ისტორიის გაგრძელება.[1]

გელასი იყო კირილე იერუსალიმელის ძმისწული.[2]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Tixeront, Joseph. A Handbook of Patrology 1923, p. 211.
  2. Tixeront, Joseph. A Handbook of Patrology 1923, p. 210.