ჩაღათას ულუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩაღათას ულუსი (მონღ. Цагаадайн Хаант Улс) — საერთო სახელწოდება ცენტრალური აზიის იმ ოლქებისა, რომლებიც 1224 წლის დაყოფით შეადგენდა ჩინგიზ-ყაენის მეორე შვილის ჩაღათა-ხანის და მისი საგვარეულოს მემკვიდრეობით მამულს. მოიცავდა მავერანაჰრს, შვიდმდინარეთსა და კაშგარს. XIV საუკუნის 40-იან წლებში ჩაღათას ულუსი დაიშალა 2 ნაწილად: მოგოლისტანი (შვიდმდინარეთსა და კაშგარში) და თვით ჩაღათას სახელმწიფო მავერანაჰრში, რომლებიც ცოტა ხნის შემდეგ (მოგოლისტნის ნაწილებთან ერთად) თემურიდების სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]