იუსტინიანე II (ბიზანტია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იუსტინიანეს პირველ და მეორე ზეობის ხანის.

იუსტინიან II მეტსახელად „რინოტმეტოსი“ (ქართ.: უცხვირო, ცხვირმოჭრილი) (* 669; † 4 ნოემბერი 711) – ბიზანტიის იმპერატორი 685-695 და 705-711 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

იუსტინიანის პირველი ზეობა იმედისმომცემად დაიწყო. მან რამდენიმე მისი დროისთვის პროგრესული რეფორმა გაატარა. მათ შორის აღსანიშნავია მიწის რეფორმა, რომელმაც ანატოლიაში ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. იუსტინიანმა ანატოლიაში სლავური ტომები ჩაასახლა, რითაც ერთი მხრივ მოსახლეობის და მიწათმოქმედთა რიცხვმა იმატა და მეორე მხრივ იმპერატორმა შექმნა სამხედრო ბაზისი, რომელზეც შეეძლო დაყრდნობა.

მიუხედავ ამ რეფორმებისა იუსტინიან II სუსტი პოლიტიკოსი აღმოჩნდა. მისმა მოწინააღმდეგეებმა 695 წელს იგი ტახტიდან ჩამოაგდეს, ცხვირი მოaჭრეს და ყირიმზე, კოლონია ხერსონესში გადაასახლეს. ყირიმიდან იგი გემით გაიქცა და თავშესაფარი სთხოვა ბულგართა ხანს ტერველს ქალაქ პლისკაში. აქედან იგი ბულგარელთა ჯარებით დაბრუნდა კონსტანტინეპოლში და 705 წელს კვლავ იმპერატორი გახდა.

მეორედ ზეობის პერიოდში იუსტინიანმა ბიზანტიაში ტერორი დაამყარა. მის მიერ მოკლულ უამრავ დიდებულს შორის კონსტანტინეპოლის პატრიარქი კალენიკე I-იც იყო. 711 წელს იუსტინიან II ხელმეორედ ჩამოაგდეს ტახტიდან და იმავე წლის 4 ნოემბერს მოკლეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: იუსტინიანე II (ბიზანტია)

წინამორბედი:
კონსტანტინე IV
ბიზანტიის იმპერატორი
685 - 695
შემდეგი:
ლეონტიოსი