გუპტას იმპერია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გუპტას იმპერია თავისი არსებობის უმაღლეს წერტილში

გუპტას იმპერია (სანსკრიტ: गुप्) — ინდოეთის უძლიერესი სახელმწიფო IV-VI საუკუნეებში, რომელიც ცივილიზაციის ერთ-ერთ უდიდეს ცენტრს წარმოადგენდა აზიაში. მისი დამაარსებელი იყო ჩანდრეგუპტა I. გუპტას პერიოდი ხასიათდება ინდოეთის დიდი კულტურული და ეკონომიკური აღმავლობით. განსაკუთრებით განვითარდა არქიტექტურა, რომელიც ძირითადად წარმოდგენილი იყო ტაძრებითა და სასახლეებით. ქვეყნის დიდ გამგებელზე - მაჰარაჯაზე იყვნენ დამოკიდებულნი მრავალრიცხოვანი მთავრები - რაჯები. გუპტას დინასტიის დროს წარმოიშვა ე.წ. მეფის ვაჟების წოდება. ისინი მთელი სიცოცხლის მანძილზე სამხედრო სამსახურში იყვნენ, რისთვისაც გასამრჯელოდ იღებდნენ მიწის განსაზღვრულ ნაკვეთს მასზე მცხოვრები გლეხებითურთ. გუპტას მეფეებს სავაჭრო, დიპლომატიური და კულტურული ურთიერთობა ჰქონდათ სასანურ ირანთან, ჩინეთთან.

გუპტას პერიოდში გაბატონებული რელიგია იყო ბრაჰმანიზმი. ბევრი მიმდევარი ჰყავდა ბუდიზმსაც. ბრაჰმანიზმის ახალი ფორმაა ინდუიზმი, რომელიც VI-VII საუკუნეებში ჩამოყალიბდა.

V საუკუნის ბოლოს და VI საუკუნის დასაწყისში გუპტას სახელმწიფოს მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენეს მეზობელმა ტომებმა. ამას ზედ დაერთო ქვეყნის შიდა აშლილობა და VI საუკუნის შუა ხანებისთვის გუპტას სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა.

გუპტას იმპერიის პერიოდში მხატვრებმა და ხელოსნებმა მაღალ ხელოვნებას მიაღწიეს ლითონის დამუშავებაში. ქალაქ დელიში დღემდეა შემორჩენილი რკინის სვეტი, რომლის დამზადებას IV საუკუნის ბოლოსა და V საუკუნის დასაწყისს მიაკუთვნებენ. წვიმისა და მზის ზემოქმედების მიუხედავად მას ჟანგიც კი არ მოსდებია.

გუპტების დინასტიის მეფეები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]