ეკატერინე შარაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკატერინე შარაშიძე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 ნოემბერი, 2008 – 9 დეკემბერი, 2008
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  გრიგოლ მგალობლიშვილი
წინამორბედიგიორგი არველაძე
მემკვიდრელაშა ჟვანია

თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 ნოემბერი, 2006 – 26 ნოემბერი, 2009
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
წინამორბედიგიორგი არველაძე
მემკვიდრეთეიმურაზ ჯანაშია

დაბადებული1 თებერვალი, 1974 (1974-02-01) (50 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველოს
ეროვნებაქართველი

ეკატერინე შარაშიძე (დ. 1 თებერვალი, 1974, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი 2008-2009 წლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2008 წლის 2 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკატერინე შარაშიძე დაიბადა 1974 წლის 1 თებერვალს, ქალაქ თბილისში.[2] სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ ეკატერინე გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მომდევნო 15 წელი დაჰყო. მან ფრიადზე დაამთავრა ბაკალავრიატი სენტ ჯოზეფის, ასევე პენსილვანიის უნივერსიტეტში (1991–1995). დაიცვა ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში, ინგლისურ ენასა და ხელოვნების ისტორიაში; შემდეგ - მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მართვაში ჰარვარდის უნივერსიტეტის მმართველობის კენედის სკოლაში (1997–1999) და ასევე მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში ემ-აი-თის სლოუნის მენეჯმენტის სკოლაში (1999–2001). 2006 წლის ნოემბერში ეკატერინე შარაშიძე დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად.[3] აღნიშნულ დანიშვნამდე იგი იყო საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი ეკონომიკური განვითარებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სფეროში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. civil.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-11. ციტირების თარიღი: 8 იანვარი, 2019.
  2. ეკატერინე შარაშიძე - დეკლარაცია. declaration.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-08-08. ციტირების თარიღი: 8 იანვარი, 2019.
  3. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი უფროსი წარადგინეს. civil.ge. ციტირების თარიღი: 8 იანვარი, 2019.[მკვდარი ბმული]