ანდრო ბარნოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდრო ბარნოვი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 აპრილი, 2013 – 17 ნოემბერი, 2013
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ბიძინა ივანიშვილი
წინამორბედიდავით ტყეშელაშვილი
მემკვიდრელაშა აბაშიძე

დაბადებული8 ივნისი, 1974 (1974-06-08) (49 წლის)
თბილისი
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაფილოლოგი

ანდრო ბარნოვი (დ. 8 ივნისი, 1974, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი, პოლიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი 2013 წლის 23 აპრილიდან 2013 წლის 17 ნოემბრამდე.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდრო ბარნოვი დაიბადა 1974 წლის 8 ივნისს, თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ კორპორაცია "რენდის" მიერ ორგანიზებული საჯარო პოლიტიკის უმაღლესი კურსები. აშშ-ში მიიღო თავდაცვის ანალიზისა და ეროვნული უსაფრთხოების ორმაგი მაგისტრის ხარისხი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა თსუ ხმელთაშუა ზღვის კულტურათა კვლევის ცენტრში; თავდაცვის სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის მიმართულებით; იყო შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვის მთავრი სამმართველოს განყოფილების უფროსი; პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატის უფროსი; კითხულობდა ლექციებს ანთროპოლოგიასა და კონფლიქტოლოგიაში, იყო ეროვნული თავდაცვის აკადემიის რეფორმის ავტორი და განახლებული აკადემიის პირველი რექტორი; თავდაცვის მინისტრის მოადგილე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, შიდა ქართლის გუბერნატორი; პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი; არასამთავრობო ორგანიზაციის - სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის გამგების თავმჯდომარე; საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარე. ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თავისუფლების დღიურები 2009. რადიო "თავისუფლების" პროექტი. თბილისი, 2010. გვ.86

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]