შინაარსზე გადასვლა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი

საქართველოს დროშა
მოქმედი:
ნათია სულავა (მ/შ)

 2019 წლის 14 მაისიდან
რეზიდენცია ათონელის რეზიდენცია
დამნიშვნელი საქართველოს პრეზიდენტი
პირველი თანამდებობაზე გიგი უგულავა
საიტი www.president.gov.ge

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია — საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშემწყობი და მაორგანიზებელი ორგანო. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაცია შეიქმნა 2004 წლის 14 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის №60 ბრძანებულებით.[1] ადმინისტრაცია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით, დებულებითა და საქართველოს პრეზიდენტის სხვა სამართლებრივი აქტებით. ადმინისტრაციის სტრუქტურასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. 2019 წლის 14 მაისიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობას ნათია სულავა ასრულებს, აღნიშნული პოსტის დაკავებამდე ნათია სულავა ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის ლაშა ჟვანიას ერთ-ერთი მოადგილე იყო.[2][3]

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სახელი სურათი მოღვაწეობის წლები წარმდგენი პრეზიდენტი
1 გიგი უგულავა 20 აპრილი, 2005 – 12 ივლისი, 2005 მიხეილ სააკაშვილი
2 გიორგი არველაძე 25 ოქტომბერი, 2005 – 21 ნოემბერი, 2006 მიხეილ სააკაშვილი
3 ეკატერინე შარაშიძე 21 ნოემბერი, 2006 – 26 ნოემბერი, 2009 მიხეილ სააკაშვილი
4 თეიმურაზ ჯანაშია 26 ნოემბერი, 2009 – ივნისი, 2010 მიხეილ სააკაშვილი
5 დავით ტყეშელაშვილი ივნისი, 2010 – 23 აპრილი, 2013 მიხეილ სააკაშვილი
6 ანდრო ბარნოვი 23 აპრილი, 2013 – 17 ნოემბერი, 2013 მიხეილ სააკაშვილი
7 ლაშა აბაშიძე 18 ნოემბერი, 2013 – 13 ივნისი, 2014 გიორგი მარგველაშვილი
8 დავით პატარაია 19 ივნისი, 2014 – 4 დეკემბერი, 2015 გიორგი მარგველაშვილი
9 გიორგი აბაშიშვილი 4 დეკემბერი, 2015 – 16 დეკემბერი, 2018 გიორგი მარგველაშვილი
10 ლაშა ჟვანია 18 დეკემბერი, 2018 – 1 მაისი, 2019 სალომე ზურაბიშვილი
– ნათია სულავა (მ/შ) 14 მაისი, 2019-დან სალომე ზურაბიშვილი
  1. ↑ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ. www.matsne.gov.ge. ციტირების თარიღი: 8 იანვარი, 2019.
  2. ↑ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქალია. matsne.gov.ge. ციტირების თარიღი: 16 მაისი, 2019.
  3. ↑ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულება. matsne.gov.ge. ციტირების თარიღი: 8 იანვარი, 2019.