ნათია სულავა
ნათია სულავა | ||
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი | ||
---|---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | ||
დაიკავა | 1 მაისი, 2019 | |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი | |
პრემიერ-მინისტრი | მამუკა ბახტაძე გიორგი გახარია | |
წინამორბედი | ლაშა ჟვანია | |
დაბადებული | 5 ნოემბერი, 1976 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ | |
მოქალაქეობა | ![]() | |
ეროვნება | ქართველი | |
მამა | თამაზ სულავა | |
დედა | მანონი სულავა | |
პროფესია | დიპლომატი, იურისტი, პოლიტიკოსი |
ნათია სულავა (დ. 5 ნოემბერი, 1976, თბილისი)[1] — საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი 2019 წლის 1 მაისიდან.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1992-1996 წლებში სწავლობდა და წარჩინებით დაამთავრა პიაჩენცას ლინგვისტიკის ლიცეუმის „Orsoline di Maria Immacolata“-ს ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სრული კურსი. 1996-2000 წლებში სულავა სწავლობდა პარმის სასწავლო უნივერსიტეტის იურისპრუდენციის ფაკულტეტზე. არის სამართლის მაგისტრი. 2002-2004 წლებში იყო ევროპის საბჭოში ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ კონვენციაზე მომუშავე სპეციალური სამუშაო ჯგუფის წევრი, წარმოადგენდა საქართველოს. 2004-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2018 წლის 28 დეკემბერს გახდა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად დიასპორისა და მოქალაქეობის საკითხებში/საგარეო მიმართულების კოორდინატორად. სამი დღეს შემდეგ დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ. 2019 წლის 1 მაისს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილედ და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.
ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და იტალიურ ენებს.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური საიტი [დაარქივებული]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ნათია სულავა. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. declaration.gov.ge (2020-02-26). ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2020.