შინაარსზე გადასვლა

თემურ მღებრიშვილი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თემურ მღებრიშვილი
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა11 დეკემბერი, 2018
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია
ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედიგიორგი მღებრიშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 თებერვალი, 2014[1] – 11 დეკემბერი, 2014
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედიანზორ ჩუბინიძე
მემკვიდრეანზორ ჩუბინიძე

დაბადებული14 ივლისი, 1971 (1971-07-14) (53 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებასაქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
წოდებაპოლკოვნიკი
პროფესიაიურისტი

თეიმურაზ (თემურ) მღებრიშვილი (დ. 14 ივლისი, 1971, თბილისი) — ქართველი იურისტი, თანამდებობის პირი. სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი (2014).[2]

1996–1999 წლებში იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველოს დაცვის ოფიცერი; 1999–2001 წლებში — ცვლის უფროსი; 2001–2010 წლებში — განყოფილების უფროსის მოადგილე; 2010 წელს — განყოფილების უფროსი.

2004 წელს სამართალმცოდნეობის სპეციალობით დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი.

2011–2012 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი; 2012–2013 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სამმართველოს უფროსი; 2013–2014 წლებში დეპარტამენტის დირექტორი; 2014 წელს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი; 2014–2015 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2016–2018 წლებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე.[3]

2018 წლის 11 დეკემბერს დაინიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად.[4][5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ახალი უფროსი წარადგინა“. gov.ge. საქართველოს მთავრობა. 6 თებერვალი, 2014. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. „თემურ მღებრიშვილს სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკის სპეციალური წოდება მიენიჭა“. kvira.ge. 12 თებერვალი, 2014. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. თეიმურაზ მღებრიშვილი. საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-26. ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2021
  4. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად თემურ მღებრიშვილი დაინიშნა“. pia.ge. ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  5. თ. მღებრიშვილის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. gov.ge (11 დეკემბერი, 2014). ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021