ანზორ ჩუბინიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანზორ ჩუბინიძე
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა11 დეკემბერი, 2014
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია
ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედითეიმურაზ მღებრიშვილი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 თებერვალი, 2013[2] – 6 თებერვალი, 2014[1]
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედითეიმურაზ ჯანაშია
მემკვიდრეთეიმურაზ მღებრიშვილი

დაბადებული3 აგვისტო, 1971 (1971-08-03) (52 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია
წოდებაგენერალ-ლეიტენანტი

ანზორ ჩუბინიძე (დ. 3 აგვისტო, 1971, თბილისი) — ქართველი სამხედრო და თანამდებობის პირი. სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტი.

1988–1993 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (ეს სახელი ეწოდება 1992-დან), სპეციალობით — ავტომატიზირებული პროექტირების სისტემები მშენებლობასა და არქიტექტურაში.

1994–1996 წლებში მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში. 1996–1998 წლებში სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს განსაკუთრებული დანიშნულების ქვედანაყოფ „ომეგა“-ში; 1998–2004 წლებში სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში; 2004–2006 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქართველოს ნავთობსადენებისა და სხვა ობიექტების დაცვის სამმართველოში; 2006–2013 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში.[3]

2013–2014 წლებში იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი; 2014 წლის 6 თებერვალს პოსტი დატოვა. შემდგომში მუშაობდა საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციაში, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში. 2014 წლის 11 დეკემბერს ხელახლა დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №27. საქართველოს მთავრობა. gov.ge (25 თებერვალი, 2013). ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  2. საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №43. საქართველოს მთავრობა. gov.ge (25 თებერვალი, 2013). ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  3. ანზორ ჩუბინიძე. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი, 2020. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  4. „საკადრო ცვლილებები განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროში“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)